სამი ჟურნალისტით ნაკლები

Posted on August 31, 2010

0



როგორც გახსოვთ რამოდენიმე ხნის წინ ჩემს ბლოგზე დავდე იმ 22 ჟურნალისტის მოკლე ბიოგრაფია , რომლებიც წელს საკუთარი პროფესიის გამო მოკლეს. უმოკლეს პერიოდში კი მათ რიცხვს კიდევ სამი ადამიანი მიემატა .

1)ანდრიანსია მატრაისი- „Merauke TV” -2010 წლის 30 ივლისი, ინდონეზია.  ორი დღის შემდეგ, რაც მატრაისის  ოჯახმა ჟურნალისტზე ძებნა გამოაცხადა, „Merauke TV”-ს კორესპონდენტის გვამი მაშველთა ჯგუფმა მდინარე გუდანგ არანგის ნაპირზე ნახეს. თავისუფალ ჟურნალისტთა ალიანსის (AIJ) ცნობით ანდრიანსია აქტიურად აშუქებდა აგრობიზნესის განვითარების საკითხებს, რაც თავის მხრივ ხელს უშლიდა ადგილობრივი მართველის  ვიქტორ მამბორის ინტერესებს. მატრაისის სიკვდილი წინ უძღვოდა ადგილობრივ არჩევნებს.

სიკვდილის წინა კვირას ანდრიანსიამ მიიღო მუქარის წერილი, სადაც, ელექტრონული გაზეთის „კომპასის“ ცნობით,  მას აფრთხილებდნენ, რომ თუ არ უნდოდა დამწვარიყო, ცეცხლთან თამაშისათვის თავი უნდა დაენებებინა, წინააღმდეგ სემთხვევაში კი მისი სიკვდილისათვის ყველაფერი მზად იყო. ზოგიერთი საინფორმაციო წყაროს მიხედვით მის სხეულს წამების კვალიც ეტყობოდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობებს, პოლიცია საგულდაგულოდ მალავს.

2)ასააფ აბუ რაჰალი-“Al-Akhbar”-2010 წლის 3 აგვისტო, ლიბანი.

ყოველდღიური გაზეთ „Al-Akhbar“-ის 55 წლის რეპორტიორი დაიღუპა ისრაელისა და ლიბანის სამხედრო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებისას. როგორც ახალი ამბები იუწყებოდნენ , იგი დაიღუპა ისრაელის იერიშის დროს.

აბუ რაჰალი უკანასკნელი ოთხი წელი აქტიურად თანამშრომლობთან „Al-Akhbar“-თან, მას შემდეგ რაც 2006 წელს მოხდა შეტაკება ისრაელსადა ჰესბოლას დაჯგუფებას შორის.  ჟურნალისტს დარჩა ცოლი და სამი შვილი.

3)ბარკჰატ ავალე- “Hurma Radio”-2010 წლის 24 აგვისტო, სომალი.

“Hurma Radio“-ს სადგურების ასოციაციების დირექტორი, 60 წლის ბარკჰატ ავალე დაიღუპა სომალის დედაქალაქ, მოგადიშოში მომხდარი სროლების დროს, როდესაც ის თავის თანამშრომელსასოციაციის შენობის სახურავზე.  ეხმარებოდა გადამცემის დაყენებაში. იგი დაიღუპა საავადმყოფოში მიყვანამდე.

ჟურნალისტი დაიღუპა სროლების დროს , რომელის „ალ-შაბააბის“ მეამბოხეებსა და აფრიკის გაერთიანებულ ძალებს შორის მიმდინარეობდა. სროლების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა.

ავალე ჟურნალისტიკაში 30 წელი მოღვაწეობდა, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში კი “Hurma Radio”-ს ედგა სათავეში. ყავდა ცოლი და სამი შვილი.

მოკლული ჟურნალისტების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით :

პაკისტანი-4

ჰონდურასი-3

ნიგერია-2

სომალი-2

ავღანეთი-2

ტაილანდი-2

ინდოეთი-1

ლიბანი-1

ერაყი-1

იემენი-1

რუანდა-1

ანგოლა-1

კამერუნი-1

ინდონეზია-1

მექსიკა-1

კოლუმბია-1

აქვე გთავაზობთ 1997-2007 წლებში მოკლულ ჟურნალისტთა სტატისტიკას