გეი პოლიტიკოსები

Posted on September 4, 2010

8



ბატონო ლადო, ზოგჯერ თქვენი კოლეგებიც სცოდავენ  :)

მიუხედავად იმისა რომ აშშ დღემდე ითვლება დემოკრატიის ეტალონად, ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება სექსუალურ ორიენტაციის საჯაროდ აღიარების პრობლემა. ეს საკითხი განსაკუთრებით მძაფრდება, როდესაც საქმე ლესბოსელ და გეი პოლიტიკოსებს ეხებათ. ქვემოთ მოყვანილი მაგალითები ცხადყოფს, რომ ორიენტაციის საჯაროდ განცხადება პოლიტიკოსებს ხშირად დიდი სკანდალისა და კარიერაზე უარის თქმის ფასად უჯდებ(ოდ)ათ.

1)ბარნეი ფრენკი – „სარისკო ბიზნესი“

ფრენკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გეი პოლიტიკოსია აშშ-ში. იგი ცნობილი გახდა ბუშის ადმინისტრაციის კრიტიკით.ამასთანავე  ბარნეიმ დიდი წვლილი შეიტანა ბარაკ ობამას გამარჯვებაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს. თუმცა 1990 წელს მის კარიერას სერიოზული საფრთხე დაემუქრა, როდესაც ცნობილი გახდა მისი „უცნაური“ ურთიერთობის შესახებ „მეძავ“ სტივ გლობთან, რის გამოც პოლიტიკოსმა წარმომადგენლობით პალატაში ადგილიც კი დაკარგა. ფრენკმა აღიარა რომ მან რამოდენიმეჯერ გადაუხადა ფული გლობს სექსში, თუმცა აზრადაც არ მოსვლია რომ სტივი მეძავი იყო. ფრენკმა ასევე უარყო სტივ გლობის მიერ მისი სახლის გამოყენების ფაქტი, პროსტიტუციის მიზნით. საინტერესოა ის ფაქტიც რომ ბარნეი ფრენკის კონგრესიდან გაგდების ინიციატივა ეკუთვნოდა რესპუბლიკელ სენატორს, ლარი კრეიგს, რომელიც მოგვიანებით თავად გაეხვა სექს სკანდალში, არატრადიციული ორიენტაციის გამო.

2) ჯეიმს ვესტი– AKA Cobra82

ქალაქ სპოკეინის რესპუბლიკელი მერის, ჯეიმს ვესტის შემთხვევა კლასიკური მაგალითია, იმის რომ ხშირად ყველაფერი იმაზე უარესადაა, ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. ქალაქის მერი საკუთარ ორიენტაციას მანამდე მალავდა მალავდა, სანამ ადგილობრივმა გაზეთმა „the Spokesman Review”-მ არ გამოაქვეყნა სკანდალური წერილი ვესტის სესახებ. 2003 წელს გაზეთმა ჩაატარა გამოძიება მერისა და დევიდ ჰანის ურთიერთობაზე. ჰანი და ვესტი ბავშვობის მეგობრები , ხოლო შემდგომ, პოლიციაში მუშაობისას კოლეგები იყვნენ. ისინი იყვნენ „ბოი სკაუტთა“ წევრებიც. 1981 წელს ჰანმა მოიკლა თავი, მას შემდეგ რაც ის გარიცხეს „ბოი სკაუტთა“ კლუბიდან. 18 თვიანი გამოძიების შემდეგ „the Spokesman Review”-ს ჟურნალისტმა, ბილ მორლინმა ვერაფერი ნახა ხელჩასაჭიდი  ჰანისა და ვესტის ურთიერთობაში, თუმცა პოლიტიკოსის სექსუალური ორიენტაციის შესახებ სიმართლე მას შემდეგგაირკვა, რაც გაზეთმა  კერძო დეტექტივი დაიქირავა, შექმნეს ყალბი ექაუნთი „Gay.com”-ზე, რომელსაც როგორც გაირკვა პოლიტიკოსი აქტიურად იყენებდა. 2005 წელს კი ბოისკაუტმა რობერტ გალაჰერმა განაცხადა რომ მას ურთიერტობა ჰქონდა ქალაქის მერთან და რომ ის „Gay.com“-იდან გაიცნო. მოგვიანებით ვესტმა თავად აღიარა რომ იყო ამ საიტის მომხმარებელი და იქ  მამაკაცებსაც ხვდებოდა , თუმცა არაკანონიერს არაფერს აკეთებდა.

3) ბობ ბაუმანი და 16 წლის მეძავი

რესპუბლიკელების წარმომადგენელი მერილენდში, ბობ ბაუმანი 1980 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს. იგი დაჟინებით სთხოვდა 16 წლის ბიჭს, რომ ჰქონოდა მასთან სექსი. იგი დააპატიმრეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რის გამოც იმ წელს არჩევნებში დემოკრატმა როი დელსონმა გაიმარჯვა. დაკავების მიუხედავად, მან მაინც გააგრძელა ბრძოლა წინასაარჩევნო კამპანიაში და გარკვეულ წარმატებესაც კი მიაღწია (გაიმარჯვა შიდაპარტიულ არჩევნებში). მოგვიანებით ბაუმანმა გამოსცა წიგნი სათაურით „ჯენტლმენი მერილენდიდან“, სადაც ის დიდი გულისწუხილით ყვება საკუთარი სექსუალური ცხოვრების შესახებ.  მან უარი თქვა პოლიტიკოსობაზე და ამჯამად წიგნების წერით არის დაკავებული, ასევე არის”Sovereign society”-ს მრჩეველი.

4)ჯიმ მაკგრივი, გეი რომელიც ვერ ხედავს პრობლემას საკუთარ ორიენტაციაში.

ჯიმ მაკგრივი 3 წლის განმავლობაში იყო ნიუ ჯერსის გუბერნატორი. მას ხშირად სდებდნენ ბრალს ნეპოტიზმში (ახლობლებისათვის თანამდებობების დანაწილებაში), პოლიტიკოსისათვის შეუფერებელ  ქცევებსა და არატრადიციულ ორიენტაციაში. როგორც შემდგომ გაირკვა მისთვის წაყენებული ბრალდებებიდან სამივე სიმართლე აღმოჩნდა.  2004 წლის 12 აგვისტოს , ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მაკგრივმა განაცხადა :“სიმართლე ის არის, რომ მე გეი-ამერიკელი ვარ“. თუმცა ამ განცხადების გამო ის არავის გაუკრიტიკებია. განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია საზოგადოებაში მისმა საქციელმა, როდესაც გუბერნატორმა თავისი ისრაელელი საყვარელი, გოლან სიპელი ნიუ ჯერსიში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე დანიშნა. ამ ფაქტს მართლაც რომ დიდი სკანდალი მოყვა. იმავე წელს იგი დაშორდა ცოლს, თუმცა შეინარჩუნა შვილზე თანამეურვეობის უფლება.

5)ჯონ ჰინსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯონ ჰინსონის სექსუალური ორიენტაცია საჯაროდ ცნობილი 1880 წელს გახდა როდესაც იგი იღებდა მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში. სწორედ წინასაარჩევნოდ გახმაურდა, რომ 1976 წელს ჰინსონი პოლიციის უნიფორმაში გადაცმული დააკავეს ვაშინგტონში. ასევე ცნობილი გახდა, რომ ის იყო ერთ-ერთი იმ ოთხ გადარჩენილთაგან, რომლებიც გეი-კინოთეატრში მომხდარი სროლებისას არ დაღუპულან. გამოაშკარავების მიუხედავად ის კიდევ დიდ ხანს ცდილობდა დაემტკიცებინა , რომ იყო ჰეტეროსექსუალი და აგრძელებდა ცოლთან, სინტიასთან, ერთად ცხოვრებას, თუმცა მისი საიდმულო მალევე გამჟღავნდა. 1981 წელს მას წაასწრეს კონგრესის მამაკაცთა ოთახში ბიბლიოთეკაში მომუშავე ბიჭთან  ორალური სექსის დროს. ეს ფაქტი მისი კარიერის დასადრული აღმოჩნდა და მალევე გაეყარა ცოლს. შემდგომში იგი აქტიურად იბრძოდა ჯარში ჰომოსექსუალთა უფლებების დასაცავად. დაიღუპა 1995  წელს , შიდსის ინფექციით.