Screw u Moralists

Posted on October 3, 2010

28



ერთმა ნამდვილმა მწერალმა თქვა, ჭეშმარიტება შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში. ვერ ვიტან ამ ნეკროფილურ სიტყვას – „ჭეშმარიტება“. ბოდიში და რა ჩემი ფეხებია ის ? ოდესმე ვინმეს მიუგნია? ვინმეს უნახავს ან შეუგრძვნია ? არსებულა კი ოდესმე ეგ თქვენი ჭეშმარიტება? თუ კი, მაშინ როდის? თუ არა, მაშინ რატომღა გჯერათ რომ არსებობს? ალბათ, ზუსტად იმ შიშის გამო, რის გამოც ადამმა ღმერთი შვა . არ გეკამათებით, რომ ამბობთ ღმერთმა შვა ადამიო. ხოდა ნურც თქვენ შემეკამათებით. რადგან თუ თქვენ შვით ქრისტე, თქვენვე მოკალით ის. ალბათ, ამის გამოა დანაშაულის გრძნობა რომ გტანჯავთ მთელი ცხოვრება. მაზოხისტები ხართ უბრალო მიზეზის გამო- გსიამოვნებთ როდესაც იტანჯებით ვინმეს ან რამეს გამო. თუმცა მაზოხისტიც სრულფასოვანი მოქალაქეა, და მას აქვს უფლება იყოს ბედნიერი, თუნდაც ის მას ტკივილის მეშვეობით აღწევდეს. ისე, რაღა დაგიმალოთ და სულ მაინტერესებდა, მაზოხისტებისთვის სამოთხეა ჯოჯოხეთი თუ ჯოჯოხეთი? (ანდა პირიქით ჯოჯოხეთია სამოთხე თუ სამოთხე?). მოკლედ, მოვეშვათ „ფალოსოფიურ ჭმუჭვნას“ და პირდაპირ გადავიდეთ იმაზე, რაზეც მე მინდა რომ გადავიდეთ.
მე ქართველი ვარ-ტაში მეგობრებო;
მე საქართველოში ვცხოვრობ- ისევ ტაში ;
მე მართლმადიდებელი ვარ- ორჯერ ტაში;
მე მოვინათლე 6 თვის-ამჯერად ერთხელ დაუკარით;
მე აკვანში გამზარდეს- და ამიტომაც მაქვს ბრტყელი თავის ქალა, ასე რომ აქ ტაში არაა საჭირო.
მე „დედა ენით“ მასწავლეს კითხვა, თუმცა რაღა დაგიმალოთ და მანამდეც გადასარევად ვკითხულობდი- ისევ ტაში, ოღონდ ამჯერად მე და არა იაკობ გოგებშვილს;
მე მასწავლეს, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია, ამიტომაც რაც გინდა ვქნათ ქართველებმა, მაინც ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ არ ვიცით როდის;
მე მასწავლეს, რომ რადგან ვარ ქართველი, მე მაკისრია….., მე მოვალე ვარ….., მე ვალდებული ვარ….., მე უნდა გავაკეთო……, მე უნდა მოვიქცე ისე როგორც იქცეოდა…….., მე უნდა მწამდეს…, მე უნდა მჯეროდეს…., მე თავი უნდა შევაკლა….;
მე მასწავლეს, რომ სექსი უზრდელობაა, ქართველო გოგო ან ბიჭი კი ვერ იქნება სექსუალური, რადგან ეგ სიტყვა უზრდელური შინაარსისაა.
მე მასწავლეს, რომ ნებისმიერი გადაცდომა ნორმიდან ამოსაძირკვია.
მე მასწავლეს, რომ საქარველოს ისტორია ლევან სანიკიძის „დედა ისტორია“ და „უქარქაშო ხმლებია“.
მე მასწავლეს, რომ უნდა მწამდეს და არ უნდა დავსვა კითხვები;
მე მასწავლეს, რომ „კაი ბიჭობას“ ტორტი მირჩევნია, რადგან კაი ბიჭი უკვე ვარ;
მე მასწავლეს,რომ „კაი ბიჭების“ სია არ არსებობს;
მე მასწავლეს რომ ქალებში მამამ უნდა წაიყვანოს პირველად ბიჭი (უკიდურეს შემთხვევაში ბიძამ, ნათლიამ ან უფროსმა ძმამ), გოგომ კი გათხოვების პირველ ღამეს ზეწრები უნდა დამისვაროს სისხლით (რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩემს დასვრაზე);
მე მასწავლეს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ უკლებლივ ყველამ უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი არავინ უნდა იმუშაოს;
მე მასწავლეს, რომ თუ პატრონი არ გყავს, პატრონი გაქვს მოტ…ლი;
მე მასწავლეს, რომ გრძელი თმა მხოლოდ გოგოს უნდა ქონდეს, შარვალი კი მხოლოდ ბიჭს უნდა ეცვას, რადგან დედაკაცი შარვალში სძაგს უფალსა;
მე მასწავლეს , რომ ბევრი წიგნი უნდა წავიკითხო, რათა სუფრებზე გრძელ-გრძელი სადღეგრძელოები ისტორიული ფაქტებითა და პატეტიკური ლექსებით გავამდიდრო.
მე მასწავლეს, რომ უნდა ვიმარხულო, რადგან ქრისტე მარხულობდა.
თუმცა იქვე დააყოლეს, რომ ბევრი უნდა ვჭამო და დიდი ღიპი უნდა მქონდეს თუ მინდა რომ ქართველი კაცი მერქვას.
მე მასწავლეს, რომ იღლია მხოლოდ ქალებმა უნდა გაიპარსონ;
მე მასწავლეს, რომ ადგილი უფროსს უნდა დავუთმო, ოღონდ ეს უფროსი ან ქალი უნდა იყოს ან ძალიან მოხუცი კაცი;
მე მასწავლეს, რომ გადაფურთხება და ჭუჭუზე ხელის მოკიდება ეს კაცობაა;
მე მასწავლეს, რომ ყოველ ათ სიტყვაში ერთხელ მაინც უნდა თქვა-„ჩემი დედა მოვ..ნ“ ან „ჩემი დედას შევ….ი“, ან „ბო..ის შვილი ვიყო“ (შემოკლებით „ბოიშვილივიყო“ ან „ბოშყო“) . და აქვე მასწავლეს, რომ თუ ვინმე დედას შემაგინებს უნდა მოვკლა, ან სულ მცირე უნდა ვცემო.
მე მასწავლეს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩემი ტკივილია; რომ მე მენატრება აფხაზეთის ზღვის სუნი და სამაჩაბლოს …….. ხაბიძგინები; (ვერ ვხვდები, როგორ უნდა მოგენატროს ის, რაც არასდროს გინახავს);
მე მასწავლეს, რომ ამერიკა და ევროპა ერთი დიდი პორნო-ინდუსტრიაა;
მე მასწავლეს, რომ ყველანაირი მუსიკა გარდა ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკისა სატანურია;
მე მასწავლე, რომ უნდა ვიყო პატრიოტი, მაგრამ არავის განუმარტავს პატრიოტიზმის ცნება;
მე მასწავლეს ათი მცნება, ოღონდ ისიც მასწავლეს, რომ მცნებებიცა და საერთოდ ნებისმიერი წესი თუ კანონი იმისთვისაა შექმნილი, რომ დავარღვიო. (რადგან ჩვენ ქართველები ვართ);
მე მასწავლეს რომ ქართველებს საუკეთესო მეფეები, დედოფლები, წმინდანები , ისტორიკოსები, მწერლები, პოეტები, გმირები და მოღალატეები გვავდა. (დიახ მოღალატეებიც საუკეთესოები გვყავდა);
მე მასწავლეს რომ უმცირესობა (რელიგიური იქნება, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციის , რასის მიხედვით თუ არ აქვს მნიშვნელობა რის მიხედვით) ღმერთისგან შეჩვენებულია და მათ ყველას ჯოჯოხეთი მოელით;
მე მასწავლეს, რომ ყველა არამართლმადიდებელს ჯოჯოხეთში უკვე ელიან;
მე მასწავლეს, რომ ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლო რადგან, მე ვარ ქართველი მაშასადამე (მე არ ვარ ევროპელი, უბრალოდ გვინდა ევროპელობა) მე მაკისრია….., მე მოვალე ვარ….., მე ვალდებული ვარ….., მე უნდა !!! გავაკეთო……, მე უნდა !!! მოვიქცე ისე როგორც იქცეოდა…….., მე უნდა!!! მწამდეს…, მე უნდა !!! მჯეროდეს…., მე თავი უნდა !!! შევაკლა….;

და კიდევ თქვენ ჩემზე უკეთ იცით რამდენი სისულელე.

ალბათ იკითხავთ კი მაგრამ ვინ გასწავლა ამდენი რამეო. ვინ და თქვენ. ხალხმა, საზოგადოებამ, სანათესაომ, სამეგობრომ, ოჯახმა და უახლოესმა ადამიანებმა, რომლებსაც გიყვარვართ და რომლებიც მიყვარხართ.
დიდ ბოდიშს კი გიხდით, მაგრამ ფეხებზე მკიდია რა მასწავლეთ და რა არა.

მე არ მიყვარს საქართველო, სადაც
კაცობა მუცელში ღვინის ჩატევის უნარით განისაზღვრება.
მე არ ვარ პატრიოტი, რადგან არ მჯერა თქვენი ნაქადაგები სისულელეების.
მე არ მიყვარს ის ქვეყანა, სადაც
მწერლები არიან ფსევდო-მწერლები. წერენ თუ რა დიდი სიამოვნებით ექნებოდათ სექსი საკუთარ ინვალიდ დასთან, მეორე წუთას კი საჯაროდ აღიარებენ, რომ ეს მხოლოდ პროვოკაცია იყო;
მე არ მიყვარს ქვეყანა, სადაც
მაგარ მოთხრობად ის მოთხრობა ითვლება სადაც ყველაზე მეტჯერაა ნახსენები ქალისა და კაცის გენეტალიები, სექსი და მასტურბაცია;
მე არ მიყვარს ქვეყანა, სადაც
ჟურნალისტები არიან ფსევდო-ჟურნალისტები, არ იციან ქართული , პრესკონფერენციასა და ტრეინინგებზე ალა-ფურშეტების იმედით მიდიან;
მე არ მიყვარს ქვეყანა, სადაც
ეკლესიებს „მაგთის“, „ჯეოსელისა“ და „ბილაინის“ ნომრებზე დამესიჯებული ან დარეკილი 1 ლარით აგებენ;
მე არ მიყვარს ქვეყანა, სადაც
უნივერსიტეტებში ლექტორები აღიარებენ რომ სწავლა აღარაა და თვითონ არაფერს გასწავლიან;
მე არ მიყვარს ქვეყანა, სადაც
ჯერ ლიბერტანიანობა შემოდის მოდაში (ადნაკლასნიკების მსგავსად) შემდეგ კი ყველა ლიბერალ-ლიბერტანიანელი ხდება სოციალ-დემოკრატი ან რაიმე სახის მემარცხენე. და ეხლა მემარცხენეობა შემოდის მოდაში (Facebook-ის მსგავსად)
მე არ მიყვარს ქვეყანა, სადაც
ეკლესიურად მისაღებია მსუქბუქი მაკიაჟი, „ვულგარული“ მაკიაჟი კი ცოდვაა;
მე არ მიყვარს ქვეყანა, სადაც
იღლიის გაპარსვა და დაბანა სტილი ჰგონიათ და არა ჰიგიენა;
მე არ მიყვარს ქვეყანა, სადაც
სიგარეტის ნამწვის ნაგვის ურნამდე მიტანა არაკაცობაა, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მე-7 სართულიდან ტენიან ბუნკერებში;
მე არ მიყვარს ქვეყანა, სადაც
ყველამ იცის პოლიტიკა და ფეხბურთი, სინამდვილეში კი პოლიტიკასა და ფეხბურთში არც მეტი არც ნაკლები „დანძრეული“ გვაქვს;
მე არ მიყვარს ქვეყანა, სადაც
მიმტანობა, მუშობა, ან და რომელიმე სამსახური „ტეხავს“;
მე არ მიყვარს ქვეყანა, სადაც
უცხოური სიტყვების ეშინიათ;
მე არ მიყვარს ქვეყანა, სადაც
ლატენტური ჰომოსექსუალები ჰომოფობებად გვევლინებიან და სახარებისეული იგავებით გვმოძღვრავენ, შემდეგ კი ტვალეტში ჩაკეტილები საკუთრი სქესის წარმომადგენლებზე მასტურბირებენ.
მე არ მიყვარს ქვეყანა, სადაც
ცეკვის გაკვეთილები სავალდებულოა, აკადემიური საგნები კი სამინისტროდან დაწყებული, სკოლის დირექციითა და სამეურვეო საბჭოს ჩათვლით ყველას ფეხებზე ჰკიდია;
მე არ მიყვარს ქვეყანა, სადაც
ამ ყველაფერს წაიკითხავენ და ისე შემეწინააღმდეგენიან და ისე შემაფასებენ რომ არც კი დაფიქრდებიან;
მე არ მიყვარს ის სქართველო, სადაც
ამდენ სიდებილეს მიტენიან თავში. მე მიყვარს საქართველო, რომლის საზღვრებიც არ გადის კავკასიონისა და მცირე კავკასიონის ქედებზე.

მე მაქვს პროტესტი ამდენი სიშტერის, სიდებილის წინააღმდებ და სულ ცალ ფეხზე მკიდია თქვენ როგორ გაიგებთ ამ პოსტს, არაპატრიოტს დამიძახებთ, იაღოველს , სატანისტს თუ ვინმეს მრევლს. (ანდა სულაც დებილს);
არც ისე რთული მისახვედრია, რომ ეს ყველაფერი დავწერე იმის გამო, რომ ვინმემ წაიკითხოს და ჩემთან ერთად იკამათოს.
არ მაქვს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე თუმცა მაქვს პრეტენზია ადამიანობაზე.

ხოდა ვიტანჯოთ და ვიყოთ ასე .

screw u m-oralists