შენ და მე (ეძღვნება ლაშა ბუღაძეს)

Posted on October 9, 2010

9



ლექსი რომელიც მიქაელ მიქელაძემ მიუძღვნა ყველასთვის „საყვარელ“ ლაშა ბუღაძეს. ვპოსტავ ავტორის ნებართვით.

შენ და მე

 

ჩემს ყოფაში მე ტკივილს ვგრძნობ მარტო,

ამ მიწაზე არაფერი მართობს.

მე ვამთავრებ პესიმისტურ სკოლას,

მაგრამ ვირჩევ ოპტიმისტურ ბრძოლას.

ეს ცხოვრება სცენარისტის დრამაა,

უბედური და მურტალი რამაა.

ცხოვრებაში ილეწება ყველა,

შემომხედეთ, ჩემს ირგვლივ ხომ ბნელა.

შენ ვერ მამჩნევ მე კი მუდამ გხედავ.

აუგს ვხედავ და მის თქმასაც ვბედავ.

რატომ მომდის ეს აზრები თავში?

იმიტომ რომ ვინავარდო ცაში.

მე – პატარა, შენ კი დიდი კაცი,

შენთან მუქი, ჩემთან კიდე ბაცი.

შენ იცოცხლებ, მე კი აღარ ვიცი,

შენ იწამე, მე კი არ მწაბს ფიცის.

შენ დარჩები , მე კი სადღაც წავალ.

შენ სულ ჩაგრავ, მე მჩაგრავენ მავანს.

შენ დაგლიჯავ, მე ვაწებებ წიგნებს.

შენ აწებებ, მე კი ვებრძვი ბილწებს.

შენ კითხულობ მე კი აქ ვწერ ლექსებს.

შენ სულ ადგენ მე კი ვანგრევ წესებს.

გიხარია, მე კი ვარ მწუხარე,

შენ კრიალა მოგწონს, მე კი ცა მქუხარე.

შენ სულ ლაყბობ, მე კი სულ ვარ მუნჯი.

შენ სულ ხატავ, მე კი არ მაქვს ფუნჯი.

შენ სეირნობ მე კი არ მაქვს ძალა.

შენ მთელი ხარ, მე დამემტვრა მალა.

შენ უკვე აქ ერისკაცი

მე კი ერის მონა გავხდი.

შენ უფრო გასუქებულხარ,

მე კი უფრო გავხდი.

შენ სულ დაბანილი წვები,

მე კი ზიგჯერ ჭუჭყიანი,

მე უფულო კაცი მქვია,

შენ კი უფრო ფულიანი.

შენ სულ ქალი გეხვეწება,

მე ახლოს არ მიკარებენ.

შენ ფოკუსებს ასწავლი,

მე ფოკუსებს მიტარებენ.

შენთვის ღმერთი არვინ არის,

ჩემთვის ღმერთი ყველაფერი.

შენ აქ არაფერი მოგწონს,

მე კი მომწონს ყველაფერი.

შენ ჩემთან მოგინდა ყოფნა,

მე კი მაინც არა.

შენ სულ „კიდევ“-ს გაიძახი,

მე კი – კმარა, კმარა, კმარა!!!

შენ სულ მალე იჩოქები,

მე კი მუდამ ფეხზე ვდგევარ.

შენ აქ აყროლებულ ლეშს,

მე კი ნამდვილ პოეტს ვგავარ!!!