ინგლისის პარლამენტის შექმნა

Posted on October 24, 2010

46



(“რეფორმაცია და კონტრეფორმაციაში” დავალებიდან;  შეიძლებმა ბევრმა იცოდეს რაც აქ წერია, მაგრამ ზოგისთვის რაღაც მაინც იქნება საინტერესო)

მანამ, სანამ ინგლისში რეალური საკანონმდებლო ორგანო შეიქმნებოდა, მეფეები შეზღუდულები იყვნენ ადათითა და  „ჩვეულებითი სამართლით“ (გვარ-ტომობრივი სტადიიდან მოყოლებული, საზოგადოების განვიტარების პროცესში ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ურთიერთობების წესებს ერთობლიობით).

აღნიშნული სამართლის აღსრულებაში მონაწილეობდა „ბრძენთა საბჭო“.

XI-XII საუკუნეებში  „ბრძენთა საბჭოდან“ წარმოიშვა „სამეფო საბჭო“ (curia regies). თანდატან კი ყალიბდებოდა სხვა ინსტიტუტებიც – სასამართლოები, საიდუმლო საბჭო, ლორდთა პალატა და ა.შ.

ჯონ უმიწაწყლო

სასამართლოები დროთა განმავლობაში შეიმუშავებდნენ ადგილობრივი სამართლის ნორმებს (ჩვეულებათა სამართალი-common law) . მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეში კი უკვე ჩამოყალიბდა იურისტთა წრე, რომელიც თავს ვალდებულად თვლიდა არა მეფის,არამედ კანონის წინაშე.

1215 წელს კი, როდესაც ინგლისის მეფემ ჯონ უმიწაწყლომ ( 1199-1216) არ ისურვა დამორჩილებოდა ტრადიციულ სამართალს, მის წინააღმდეგ აჯანყდნენ დიდებულები და ამავე წლის 15 ივნისს მეფე იძულებული გახდა  ხელი მოეწერა „თავისუფლების დიდი ქარტიისათვის“ (Magna Charta libertatum). გარდა სხვა საკითხებისა აღნიშნული ქარტია არეგულირებდა „საერთო საბჭოს“ მოწვევისა და ფუნქციონირების წესებს.

1265 წელს მოწვეულ იქნა ასეთი საბჭო, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა სოფლისა თუ ქალაქის  წარმომადგენლები ( ორი რაინდი და ორი მოქალაქე თითო ერთეულიდან). ამ საბჭოს ეწოდა „პარლამენტი“.

ზოგიერთი ისტორიკოსი ამ პარლამენტში „თემტა პალატის“ წინამორბედს ხედავს.

1295 წელს შეკრებილი პარლამენტი კი იყო პირველი რეალურად წარმომადგენლობითი ორგანო, რადგან მოწვევის დოკუმენტის მიხედვით, დელეგატები  უფლებამოსილნი იყვნენ მათ მიმართ, ვისაც ისინი წარმოადგენდნენ.

შემდეგ საუკუნეებში კი პარლამენტმა მოიპოვა საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, თავდაპირველად პეტიციის, მოგვიანებით კი კანონპროექტის-ბილის წარდგენის სახით.

ბრძენთა საბჭო -> სამეფო საბჭო -> საერთო საბჭო -> პარლამენტი