დიანა არბუსი- ყველაფერი ფოტოხელოვნებაში

Posted on October 24, 2010

7



მის ცხოვრებაში, ფოტოგრაფიასა და სიკვდილში არ ყოფილა არაფერი უმნიშვნელო ან ბანალური.“

რიჩარდ ავედონი

(ყოველთვის ვამბობდი, რომ ფოტოგრაფია „მესაინტერესოება“ მეთქი. მაგრამ რეალურად არასდროს არაფერს ვაკეთებდი, რომ რამე კონკრეტული გამეგო ამ სფეროში.  შემთხვევით წავაწყდი დიანა არბუსის ბიოგრაფიას, მის სურათებს და მართლა აღფრთოვანებული ვარ. (ჩემდა სამარცხვინოდ, ამ ადამიანის შესახებ არაფერი მქონდა გაგებული). მოკლედ, მართლა აღფრთოვანებული ვარ არბუსის ბიოგრაფიითა და ფოტოგრაფიით და თქვენც თუ გნებავთ, გაეცანით.)
<““> Diana Arbus

დიანა არბუსი (Diana  Arbus)  წარმოშობით რუსი ებრაელი იყო. დაიბადა 1923 წლის 14 მარტს, ნიუ-იორკში. მისი ნამდვილი გვარი კი ნემეროვია. მამამისი, დევიდ ნემეროვი ცნობილი გახდა როგორც მხატვარი, მას შემდეგ რაც რუსეკსების საგვარეულო ბიზნესს შეეშვა. დედამისი გერტრუდა რუსეკსი კი ცნობილი ებრაული ოჯახის შვილი იყო და ცნობილი იყო საკუთარი ბიზნესით „მეხუთე ავენიუზე“.

დიანას ბავშვობაში არაფერი იყო განსაკუთრებული. მისთვის ეს პერიოდი არ ყოფილა არაფრით გამორჩეული. როგორც თავად ამბობს, განიცდიდა „რაიმე ამაღელვებლის სიმცირეს“. შესაძლოა სწორედ ამიტომ მასში ინტერეს არ იწვევდა არაფერი, რაც ადვილად მისაღწევი იყო.

13 წლის ასაკში მას მამის თანამშრომელი ალან არბუსი შეუყვარდა. 18 წლის კი მასზე გათხოვდა.  1945  წელს ეყოლათ პირველი ქალიშვილი, დონი, რომელიც შემდგომ ცნობილი მწერალი გახდა. 1954 წელს კი მეორე ქალიშვილი შეეძინათ ემი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც ფოტოგრაფი. ალანი და დიანა 1959 წელს გაშორდნენ ერთმანეთს, ოფიციალურად კი 1969 წელს განქორწინდნენ.

ალან არბუსი

ცოლ-ქმარი, ორივე დაინტერესებული იყო ფოტოგრაფიით, 1946 წელს კი მათ გახსნეს თანამედროვე ფოტოგრაფიის სტუდია. დიანა იყო სტილისტი და მხატვრული ხელმძღვანელი, ალანი კი სურათის გადაღებით დაწყებული, თითქმის, ყველა ტექნიკურ დეტალს აგვარებდა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მათი გემოვნება იშვიათად ემთხვეოდა. როგორც დიანა ამბობს, ალანის გვერდით გატარებული წლები მისთვის უნაყოფო იყო, თუმცა რეალურად ეს ასე არ ყოფილა.  მიუხედავად იმია რომ „მათ სძულდათ მოდური საზოგადოება“ ისინი თანამშრომლობდნენ ბევრ მოდურ ჟურნალთან (“Vogue,” “Glamour”, “Seventeen”, “Harper’s Bazaar” და ა.შ.) თუმცა დიანამ მალევე თქვა უარი რელამისა და მოდის სფეროში მუშაობაზე უარი.

მთელი  1950-იანები მან საკუთარი თავის ძიებაში გაატარა. 1951 წელს არბუსებმა დახურეს სტუდია და წავიდნენ ევროპაში სამოგზაუროდ. აქ იგი ცდილობდა მიერო ცოდნა არაჩვეულებრივი ოსტატისაგან-ალექსანდრე ბროდოვიჩევისაგან. მოგვიანებით კი ის  ლიზეტ მოდელის „შეგირდი“ გახდა (1956 წ).

მას შემდეგ რაც დიანა ქმარს დაშორდა მან ფოტოგრაფობა უფრო აქტიურად განაგრძო. სურათების გამჟღავნებას კი  ვერასდროს იტანდა ამიტომაც ლაბორანტების დახმარებას იყენებდა. 1962 წლიდან მან შეწყვიტა 35მმ-იანი Nikon-ით სურათების გადაღება და მუშაობა განაგრძო Rolleiflex-ით.

Rolleiflex

1963 წელს კი იგი დაჯილდოვდა Guggenheim Fellowship-ის მიერ პროექტში : ‘

„ამერიკული რიტუალები, წესები და კოსტუმები“. 1964 წელს კი იგი ხელმეორედ დააჯილდოვეს. ზოგადად მისტვის დამახასიათებელი იყო ერთსა და იმავე რესპონდენტთან წლების შემდგომ მუშაობა.

1967 წელს შედგა მისი ფოტოსურათების პირველი სრულყოფილი გამოფენა , რომელსაც კურირებდა იოან სზარკოვსკი. არსბუსმა და სზარკოსკიმ მუშაობა შემდგომაც განაგრძეს ფოტოჟურნალისტურ პროექტებზე.

მოგვიანებით მან აქტიურად დაიწყო მენტალური შეზღუდულობის მქონე ადამიანებთან მუშაობა და ბევრი სურათიც გადაიღო. როგორც თავად ამბობდა სურათების ეს სერია განსაკუტრებული იყო მისთვის სინაზის, სილამაზის ლირიკულობის გამო, თუმცა 1971 წელს მანვე თქვა რომ ეზიზღებოდა ეს სურათები.

იგი ასევე მეგობრობდა ფოტოგრაფებთან : რიჩარდ ავენდონთან და  მარვინ ისრაელთან.

დედის მსგავსად მასაც ჰქონდა ცხოვრებაში დეპრესიული ეპიზოდები და ხშირადაც იყო ცუდად, ამ ყველაფერს დაემატა ჰეპატიტის სიმპტომები. 1968 წელს იგი წერდა „ძალიან ხშირად ავდივარ მწვერვალზე და ვეცემი ამ ცხოვრებაში“. 1976 წელს ვესტბეთის ხელოვანთა საერთოსაცხოვრებელში მან თავი მოიკლა – ჯერ დამამშვიდებელი წამლები მიიღო, შემდეგ კი ვენები გადაისერა. მისი გვამი იპოვა მარვინ ისრაელმა ორი დღის შემდეგ,  28 ივლისს, სააბაზანოში.

<a href=”“>diane arbus – imagens perdidas

A young man with curlers at home on West 20th Street, N.Y.C. 1966 - Diane Arbus

Child with hand grenade- Diane Arbus

A woman with pearl necklace and earrings, N.Y.C. 1967 - Diane Arbus

A family one evening in a nudist camp, Pa. 1965 - Diane Arbus

Eddie Carmel, Jewish Giant, taken at Home with His Parents in the Bronx, NY, 1970

Mexican dwarf in his hotel room in N.Y.C. 1970 - Diane Arbus

Puerto Rican woman with a beauty mark, N.Y.C. 1965 - Диана Арбус (Diane Arbus