ლინგვისტური SELFSUCKING-ი

Posted on December 2, 2010

20



სათაურს რომ წაიკითხავთ ალბათ, დასკვნა იქნება რომ რაღაც არაადეკვატურად აღვიქვი და ახლა ამის შესახებ ვწერ. მაგრამ, ვიდრე დიაგნოზს დამისვამდეთ, მოდით ბოლომდე ჩაიკითხეთ ეს პოსტი.

„ჩვენი რეალობა, განსაკუთრებით კი მედია რეალობა პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიური კონიუნქტურისა და კონფორმიზმის ბიურგერულ და მომხმარებლურ ტრანსში ყვინთავს.“

„ცხელი შოკოლადის“ ამ თვის ნომერში რატი ამაღლობელის სარედაქციო წერილია გამოქვეყნებული.  მისი მთლიანი შინაარსი არამგონია საინტერესო იყოს იქიდან გამომდინარე თუ რისი თქმა მსურს. მხოლოდ ერთ ამონარიდს მოვტან.(შეგახსენებთ, ეს ის რატია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ „კაროჩეს“ და „YES-NO”-ს ხმარების გამო ქართველი ერი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა) რატი წერს : „ჩვენი რეალობა, განსაკუთრებით კი მედია რეალობა პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიური კონიუნქტურისა და კონფორმიზმის ბიურგერულ და მომხმარებლურ ტრანსში ყვინთავს.“

ვერაფერი გაიგეთ? არაუშავს თქვენ მარტო არ ხართ, ვერც მე გავიგე რა წერია მაგ ღრმადინტელექტუალურ ფრაზაში. ალბათ,თქვენც გაგიჩნდათ სურვილი გადმოიღოთ უცხო სიტყვათა ლექსიკონი და სულ მინიმუმ სამი სიტყვა მაინც მოძებნოთ მასში. მაგრამ სანამ რამეს მოძებნიდეთ, მოდით იმას გეტყვით თუ რას ვუწოდებ ამ ყველაფერს. აი ეს წინადადება არის წმინდა „ლინგვისტური  SELFSUCKING-ი“. შემეძლო დამერქმია ენობრივი თვითდაკმაყოფილება ანდა სხვა, ხელოვნურად შექმნილი „სიტყვების აჯაფსანდალი“, მაგრამ ვეცადე მიმებაძა რატი ამაღლობელისათვის და მეც „მის ენაზე“ მესაუბრა. (ვინც არ იცის) SELFSUCKING ნიშნავს ორალურ სექსს საკუთარ თავთან . და სხვას ვერაფერს ვუწოდებ „ცხელი შოკოლადის“ ახლადგამომცხვარი რედაქტორის ამ გენიალურ სიტყვებს. რატომღაც მგონია რომ ეს წინადადება და საერთოდ ეს წერილიც მან მხოლოდ საკუთარი ცოდნის დემონსტრირებისთვის დაწერა, რაც დამეთანხმებით, უდიდესი სიამოვნებაა და არაფრით ჩამოუვარდება ორალურ სექსს. თუ უკვე არ მეთანხმებით დაფიქრდით, როგორ გიყვართ როდესაც რაღაც ჭკვიანურს იტყვით ხოლმე, როდესაც აღფრთოვანებული ხართ ხოლმე საკუთარი ცოდნით და ლამის ტრანსში ვარდებით ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას. ამ შემთხვევაში კი, ავტორი წერს იმისთვის, რომ მხოლოდ მან მიიღოს სიამოვნება, რადგან დაწმუნებული ვარ პოტენციური მკითხველის 90 % ვერაფერს გაიგებს მაგ წინადადებაში. არაა ახლა ეს  ენობრივი SELFSUCKING-ი ?

ალბათ იტყვით რა რატის პრობლემაა თუკი შენ გაუნათლებელი ხარ და იმდენიც კი არ იცი რას ნიშნავს პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიური კონიუნქტურისა და კონფორმიზმის ბიურგერულ და მომხმარებლურ ტრანსში ყვინთვაო. მაგრამ დიდი ბოდიშის მოხდით უნდა გითხართ, რომ საზოგადოების უმეტესობას სწორედ ჩემნაირი გაუნათლებლები შეადგენენ. გასაგებია, რომ ეს არაა საკმარისი მიზეზი ჩემი გამართლებისათვის, მაგრამ მიჩდება კითხვა, ვისთვის წერს ბატონი რატი (და საერთოდაც მოდით ცოტათი გავაზოგადებ) მხოლოდ გოგი გვახარიას, ლაშა ბუღაძისა და შორენა შავერდაშვილისთვის, რომელთაც საკმარისზე მეტი იციან და ალბათ, ამ „ჩიქორთულ“ წინადადებას, ევროპული არომატით, მაშინვე აუღებენ ალღოს? ვისთვის გამოიცემა ეს ჟურნალი და არა მხოლოდ ეს ჟურნალი? „ქართული ელიტისთვის“ ? „ინტელექტუალური წრისათვის“? თუ საზოგადოებისათვის? რა მიზნები აქვს „ცხელ შოკოლადს“, ის რომ მისი საშუალებით ხალხმა გაიგოს უფრო მეტი ვიდრე იცის თუ ის, რომ მხოლოდ ავტორებმა და ჟურნალის თანამშრომლების ნაწილმა იკითხონ თავიანთივე დაწერილი წერილები ? რატომღაც არ მინდა რომ ჩემს შეკითხვაზე პასუხი შეკითხვისავე მეორე ნაწილი იყოს. ასევე რატომღაც მინდა რომ პირადად მე არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილმა მკითხველმა ჟურნალ-გაზეთებიდან ცოდნაც მივიღო და მხოლოდ სურათების თვალიერება არ მომიწიოს. მგონია, რომ სამოქალაქო ჟურნალისტიკა არ გულისხმობს ეგეთი „პიზდეც-ინტელექტუალური“ სიტყვებით საუბარს. მართალია დღემდე მიდის დავა იმაზე თუ რას ნიშნავს თავად ტერმინი „სამოქალაქო ჟურნალისტიკა“ და გარდა მაგისა ჟურნალისტიკისადმი საბაზრო მიდგომის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის, მაგრამ პირადად მე მაინც უფრო საკითხს ასე დავსვამდი უნდა იყოს თუ არა ჟურნალისტიკა ადამიანური. უნდა იყოს თუ არა ის გასაგები მოსახლეობის უმეტესობისათვის. თუ მხოლოდ ტრაკშიპეროგაყრილებმა უნდა იკითხონ „ცხელი შოკოლადი“? სიმართლე გითხრათ ეს ტრაკში პეროს გაყრას კი არა, როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა ტრაკში ფარშევანგის გაყრას უფრო ჰგავს.

ფარშევანგიანი სურათი ვერ ვიპოვე🙂

 

ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იქნებოდა ასეთი სიტყვებით ნაწერი სტატიის ან წერილის წაკითხვა, თუკი ის სამეცნიერო ან სპეციფიკური სტილის მქონე ჟურნალში გამოქვეყნდებოდა, მაგრამ როდესაც რედაქტორი მიმართავს აუდიტორიას, რომლის სრულ უმეტესობასაც არ აქვს სამეცნიერო ხარისხი ლინგვისტიკაში, მიჩნდება ეჭვი ხომ არ კეკლუცობს ის მკითხველთან და მხოლოდ საკუთარი განათლების დემონსტრირება ხომ არ სურს მას. გასაგებია, რომ სნობიზმი ყველას რაღაც დოზით გვახასითებს, მაგრამ რა უბედურებაა როდესაც მკითხველს დასცინი, იმისი ხაზგასმით, რომ მან არ იცის რას ნიშნავს ეს ოხერი „პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიური კონიუნქტურისა და კონფორმიზმის ბიურგერულ და მომხმარებლურ ტრანსში ყვინთვა.“ და თუ არ დასცინი აბა რატომ არის რომ უკვე წლეიბია ბატონი ლაშა ბუღაძე ხან ტელევიზიით, ხანაც ჟურნალი-გაზეთებით გვეუბნება, რომ წიგნების კითხვა თურმე მაგარია, და ის კითხულობს წიგნებს. ნუთუ არ შეიძლება მხოლოდ რჩევა მოგვცეს და საკუთარ ინტელექტუალურ უპირატესობას არ გაუსვას ხაზი? თუმცა რა გასაკვირია სნობიზმი მათგან, ვინც გვიმტკიცებს რომ ინტელექტუალები არიან ისინი და მხოლოდ ისინი, ვინც ოპერას უსმენს? ნაცვლად იმისა რომ დაგვიმტკიცოს, ოპერისა და წიგნის კითხვის უპირატესობა.

მოკლედ, მე თუ მკითხავთ სნობიზმი კლავს და უმჯობესი იქნებოდა ლინგვისტური SELFSUCKING-ის ნაცვლად, ადამიანურად ეწერათ და მე ვიღაც, არასრული ინტელექტის მქონე ადამიანს აღარ მათხრევინონ უცხო სიტყვათა ლექსიკონები.

(პ.ს. რამდენიმე დღის წინ „ჭიჭიკო და ბიჭიკოს“ შოუში დაისვა კითხვა, რას უსმენს ქართული ელიტა? ეს შეკითხვა მეც გამიჩნდა, რადგან ერთი და იგივე ხალხი ხან პლასიდო დომინგოს ერთგულ თაყვანისმცემლად მოგვევლინება ხოლმე ტელევიზიებით, ხან ჯემიროქუაის უსმენს ბავშვობიდან, ხან ფოლკლორის უდიდესი თაყვანისმცემელია, ხან როკის გენიალურობაზე გვმოძღვრავს, ხან კიდევ ჯაზფესტივალის არც ერთ კონცერტს არ ტოვებს. მართლაც და საოცრები არიან ალბათ, ლეონარდო და ვინჩისაც შეშურდებოდა მათი უნივერსალური განათლების და გემოვნებისა.)