Playboy Enterprises, Inc

Posted on January 14, 2011

4



წინასიტყვაობა

Playboy -ჟურნალი, რომელმაც მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორიაში საკმაოდ ბევრი რამ შეცვალა. დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი, დაამკვიდრა საკუთარი სტილი, იქცა მამაკაცების საყვარელ ჟურნალად მთელს მსოფლიოში, მის დამაარსებლებს კი მილიონები და საყოველთაო აღიარება მოუტანა. ზოგიერთისთვის ის ეროტიკული ჟურნალია, ზოგისთვის ბულვარული გამოცემა. არიან ისეთებიც, ვინც მის დამაარსებელს, ჰიუ ჰეფნერსა და ჟურნალის თანამშრომლებს ახალგაზრდების გარყვნასა და პერვერსიულობაში ადანაშაულებენ. თუმცა, რეალობა გვიჩვენებს, რომ Playboy-მ თავისი ნახევარსაუკუნოვანი არსობების განმავლობაში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია, ხშირად იყო სენსაციებისა და სკანდალების მიზეზი, მისი პოპულარობა კი დღითიდღე მატულობდა და მატულობს, ხშირ შემთხვევაში ის იყო მოდისა და გემოვნების ეტალონიც. უბრალო ჟურნალიდან „Playboy“ საკმაოდ დიდ მედიამაგნატად ჩამოყალიბდა. დღესდღეობით, კი „Playboy Enterprises, Inc.” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მედია-  და არა მხოლოდ, მედიაბრენდია.

ალბათ, ელემენტარული სტატისტიკაც კი საკმარისი იქნება იმის დასამტკიცებლად, რაოდენ დიდია მისი გავლენა და პოპულარობა. 40-მდე ქვეყანაში გამოიცემოდა და გამოიცემა ჟურნალი „Playboy“ , წიგნები და სხვადასხვა პერიოდული გამოცემები ამ კომპანიის სახელით. აშშ-ში ყოველი მეათე ადამიანი არის მისი მუდმივი მომხმარებელი, „Playboy Enterprises, Inc.” -ის წლიური შემოსავალი რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს. ის ფლობს უამრავ პერიოდულ გამოცემას, ტელეარხს, რადიოსა და ვებგვერდს. თუმცა, არ იფიქროთ, რომ ასეთი პოპულარობა ჟურნალმა მხოლოდ შიშველი „ფლეიმეითების“ ფოტოებითა და ეროტიკის წყალობით მოიპოვა. უკვე წლებია, რაც კომპანია გემოვნების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.სკანდალური და გულახდილი ფოტოსესიების გვერდით, მის გამოცემებში უამრავ ცნობილ ავტორს, საინტერესო სტატიასა  და ინოფრმაციას აღოაჩენთ. ჟურნალმა და მისმა დამაარსებლებმა შექმნეს საკუთარი ფილოსოფია, რომლის შესახებაც ცოტა დაწვრილებით ქვემოთ მოგიყვებით. მთლიანად „Playboy Enterprises, Inc.”-ის უკეთ გასაცნობად კი მოკლედ მოგიყვებით ისტორიას, რომელიც გასული საუკუნის 50-იანებში დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ისტორია

ალბათ, წარმოუდგენელია ვისაუბროთ ჟურნალის ისტორიაზე და არაფერი ვთქვათ მისი დამაარსებლის, ჰიუ ჰეფნერის ბიოგრაფიაზე. ჰიუ და მისი უმცროსი ძმა საკმაოდ მკაცრ პროტესტანტულ გერმანულ-შვედურ ოჯახში აღიზარდნენ, ჩიკაგოში, ილინოისის შტატში. მათ ეკრძალებოდათ დალევა, სიგარეტის მოწევა, დაფიცება და ფაქტობრივად დასტესილი ბავშვებისათვის ერთადერთი გასართობი შაბათ საღამოს კინოსეანსები იყო. იმის გამო, რომ მამა გამუდმებით მუშაობდა, ბავშვები დედის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იზრდბოდნენ. რაღა თქმა უნდა, ასეთ ოჯახში სექსის თემა ტაბუდადებული იყო. ბავშვებისთვის თითქმის ყველაფერი ეკრძალებოდათ. ჰიუმ საკუთარი რეალობიდან გასაქცევად ადრეული ასაკიდანვე დაიწყო წერა და ხატვა. ძირითადად კომიქსებსა და მულტფილმების გმირებს ხატავდა.

ჰიუ ჰეფნერი განუყრელ წითელ ხალათში🙂 და ფლეიმეითი გოგონები

მორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ჰიუმ საშუალო სკოლა დაამთავრა, დაიწყო კლერკად მუშაობა. 1946 წლიდან კი მან თავის შეყვარებულთან, მილი ვილიამსთან ერთად ილინოისის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. პარალელურდ მუშაობდა უნივერსიტეტის გაზეთის ანიმატორადაც. 1949 წელს მან დაამთავრა უნივერსიტეტი, იქორწინა მილიზე და დაბრუნდა ჩიკაგოში, სადაც მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ კომპანიაში მულტიპლიკატორად. თუმცა საკუთარი საქმიანობა დიდად არ ხიბლავდა და მალევე მიატოვა ის. ჰიუმ ფსიქოლოგიის სწავლა ნორსვესტერნის უნივერსიტეტში განაგრძო, პარალელურად კი მუშაობდა ჟურნალ “Esquire”-ში გადამწერად და სარეკლამო ტექსტებზე. ეს სამუშაოც მალევე მობეზრდა და იმის გამო რომ უფროსმა 5 დოლარი პრემია არ მისცა, მასაც თავი დაანება. ამ დროს ის პირველ ცოლს გაშორდა.

უმუშევრად დარჩენილმა ჰიუმ გადაწყვიტა Esquire-ში დაბადებული იდეისათვის ხორცი შეესხა. მან გადაწყვიტა შეექმნა ჟურნალი, რომელიც გათვლილი იქნებოდა მამაკაცებზე, რომელთაც აინტერესებთ  სპორტი, მანქანები, ტექნოლოგიები, მაღალი ხარისხის ღვინოები, ცხოვრებისა და ჩაცმის თანამედროვე სტილი. ამის პარალელურად კი, ჟურნალს უნდა გამოექვეყნებინა ქალბატონების შიშველი და ნახევრადშიშველი ფოტოები. მეგობარ არტ პაულთან ერთად დაიწყო ჟურნალის დიზაინზე ფიქრი.

1953 წლის დეკემბერში, მაშინ როდესაც თვით აშშ-შიც კი საზოგადოება საკმაოდ ჩაკეტილი და ქართული გაგებით, კონსერვატიული იყო, ჰიუ ჰეფნერმა, დედისაგან ნასესხები 1000 $-ით, თავის თანამოაზრეებთან ერთად დაარსა ჟურნალი Playboy. თავდაპირველად ჟურნალის სახელწოდება “Stag Party” (უცოლოთა წვეულება) იყო. მაგრამ ამ პერიოდში აშშ-ში უკვე გამოდიოდა მამაკაცების ჟურნალი სახელწოდებით „Stag“. ჟურნალის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ჰეფნერს და უთხრეს, რომ თუ არ შეცვლიდა გამოცემის სახელწოდებას, ისინი ინტელექტუალური საკუთრების მოპარვისთვის მას სასამართლოში უჩივლებდნენ. ჰეფნერი იძულებული გახდა, აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან, ელდონ სელერსთან ერთად დაეწყო ფიქრი ახალ სახელწოდებაზე. სელერსის დედა იმ პერიოდში “Playboy Automobile Company”-ში მუშაობდა და სწორედ მან შესთავაზა ახალგაზრდებს ჟურნალისათვის Playboy დაერქმიათ.

პირველი ნომერი, რომეიც 1953 წლის დეკემბერში გამოვიდა, უთარიღოა, რადგან ჰეფნერი არ იყო დარწმუნებული, რომ ჟურნალის გამოცემას მომავალშიც შეძლებდა. ყდასა და შუა ფურცლებზე ცნობილი მსახიობი მერლინ მონრო იყო გამოსახული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს სურათი არ ყოფილა განკუთვნილი Playboy-სთვის. ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობმა მერლინ მონრომ ის 1949 წელს კალენდრისათვის გადაიღო. ჟურნალის საცალო ფასი 50 ცენტი იყო, თუმცა იგივე ნომერი 2002 წელს 5 000 $-ად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ჟუნალმა მალევე დააინტერესა ამერიკული საზოგადოება და პირველი გამოცემა (55 000 ტირაჟით) თითქმის ერთ კვირაში, მთლიანად გაიყიდა.

playboy-ს პირველი ნომრის ყდა

მეორე ნომრიდან მოყოლებული ჟურნალის ლოგოდ კურდღლის თავი იქცა, ყელზე ბაფთით. ლოგოს ავტორი ცნობილი არტ-დიზაინერი არტ პაულია. თავდაპირველად არც ეს ლოგო იყო გათვლილი კომპანიის მუდმივ სიმბოლოდ, თუმცა როგორც თავად ჰეფნერი ამბობს ხოლმე, მან გადაწყვიტა დაეტოვებინა ბაფთიანი კურდღლის თავი ჟურნალის ლოგოდ, რადგან ის საკმაოდ მხიარული და მსუბუქია.“ეს ლოგო, მისი იუმორული სექსუალური კონოტაციის გამო მომწონს“- ამბობს ჰეფნერი.

მას შემდეგ, რაც პირველი ნომერი ასეთი შემოსავლიანი აღმოჩნდა, ჰეფნერმა დაიქირავა ოფისი და თანამშრომლები. თუმცა, რთული იყო იმ დროისათვის ვინმე დაგეყოლიებინა კამერის წინ შიშველი დამდგარიყო და ფოტოები გადაეღო. ერთხელ, როდესაც მისი თანამშრომელი, საკამოდ კარგი შესახედაობის ქალი მასთან მივიდა და სთხოვა, ადრესოგრაფის აპარატის შესაძენად ფული მიეცა, ჰეფნერმა უთხრა, რომ მას შეეძლო ეყიდა საკუთარი ადრესოგრაფი, თუკი ის გაიხდიდა Playboy-სთვის. მენეჯერი დათანხმდა და აქედან მოყოლებული ამერიკელმა ქალებმაჟურნალთან ფლეიმეითად თანამშრომლობა დაიწყეს. ჰეფნერის ჟურნალს 50-იან წლებშივე მოუწია სხვადასხვა სკანდალის მსხვერპლი გამხდარიყო. 1958 წელს Playboy-ს უჩივლეს არასრულწლოვანთა გარყვნის გამო. მიზეზი კი იყო 16 წლის ფლეიმეითი გოგონას ფოტოების დაბეჭდვა. თუმცა ჰეფნერმა სასამართლო მოიგო, რადგან გოგონამ ფოტოები ჟურნალისთავის დედის თანხმობით გდაიღო. მიუხედავად სასამართლოს მოგებისა, ჰეფნერმა ამ ფაქტიდან მოყოლებული მკაცრად განსაზღვრა, რომ ფლეიმეითის ასაკი 18 წელზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.

1960 წლიდან ჟურნალის მკითხველების რიცხვი და შესაბამისად შემოსავალიც არანაორმალური სისწრაფით გაიზარდა. მალე მკითხველთა რაოდენობამ მილიონებს გადააჭარბა, ჰეფნერისა და ჟურნალის შემოსავალიც მილიონებს აღწევდა. საკუთარი ბიზნესის გასაფართოვებლად ჰიუმ გადაწყვიტა გაეხსნა Playboy-ბარები, სადაც კლიენტებს ნახევრადშიშველი გოგონები მოემსახურებოდნენ. ამის პარალელურად ჰეფნერმა დაიწყო საკუთარი შემოსავლების დივერსიფიკაცია და საკმაოდ დიდი თანხა დააბანდა სხვადასხვა რესტორანში, ბარსა თუ კაზინოში. დაიწყო კურორტების განვითარებაზე ზრუნვა იამაიკაში, ჩიკაგოში, ნიუ ჯერსისა და ვისკონსინში. კომპანიის შემოსავლები 1965 წლიდან 1970 წლამდე 48 მილიონიდან 127 მილიონამდე გაიზარდა. ჰეფნერმა გადაწყვიტა, თავად შეექმნა Playboy-ს მითი. დაიწყო მდიდრული სასტუმროების შეძენა და აშენება. მართავდა დიდ წვეულებებს, სადაც ჟურნალის ფლეიმეითები და იმ დროინდელი ამერიკის ელიტა იღებდა მონაწილეობას.

1970-იანი წლებიდან Playboy-ს პოპულარობა და გავლენა მთელს მედია-ბაზარზე კიდევ უფრო გაიზარდა. იმის გამო რომ ჩიკაგო ცნობილი ადამიანების ჩასასვლელად საკმაოდ მოუხერხებელი იყო, კომპანია გადავიდა ბევერლი ჰილზზე, კალიფორნიაში. 70-იანი წლების დასაწყისიდან ჰიუ ჰეფნერი მიხვდა, რომ კომპანიის მართვა დიდად აღარ აინტერესებდა და  „Playboy Enterprises, Inc.”-ის სათავეში მოვიდა დერიკ დანიელსი. დანიელსმა კომპანიის რეორგანიზაცია დაიწყო, გაათავისუფლა ზედმეტი თანამშრომლები. ნახა რა, რომ საგამომცემლო და სატლევიზიო მუშაობაზე მეტად მომგებიანი ლონდონში გახსნილი კაზინო იყო, მან მთელი ყურადღება კაზინოების გახსნისკენ მიმართა. მისი ინიციატივით გაიხსნა გასართობი სახლები ბაჰამის კუნძულებსა და კაბლე ბიჩზე. ასევე სასტუმრო-კაზინოები ატლანტიკ სიტიში, ნიუ ჯერსიში. თუმცა ამავდროულად კომპანია აქტიურად განაგრძობდა მედია-მუშაობასაც. ჟურნალ Playboy-ს გარდა კომპანიამ დაიწყო უამრავი პერიოდული გამოცემის გამოშვება, გააქტიურდა სატელევიზიო- და კინო-სივრცეშიც. თუმცა 70-იანების ბოლოს კომპანიის მოგება აღარ იყო ისეთი მასშტაბური და წინა წლებთან შედარებით, Playboy Enterprises, Inc.”-ის შემოსავლებმა საგრძნობლად იკლო. ამიტომაც ჰეფნერმა გადაწყვიტა დანიელსი გადაეყენებინა და კომპანიის სათავეში საკუთარი შვილი ჩაეყენებინა.

კრისტინა ჰეფნერი კომპანიის სათავეში მოსვლისას საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა. მკითხველთა ინტერესი თითქოს ეცემოდა. გაყიდვებიც კლებულობდა. აშშ-ში და ზოგადად მთელს მსოფლიოში სიტუაცია უკვე შეცვილი იყო. 1950-იან წლებში, როდესაც ჰიუ ჰეფნერი მოღვაწეობას იწყებდა, სექსი და სიშიშვლე ჯერ კიდევ ტაბუირებული თემები გახლდათ, მკითხველთა ინტერესი გაცილებით უფრო მაღალი იყო, ბაზარი კი თავისუფალი.  80-იან წლებში კი საზოგადოება უფრო გახსნილი და თავისუფალი გახდა. კრისტინა საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე ღმოჩნდა. მას მკითხველისათვის გაცილებით უფრო საინტერესო და სოციალურად აქტუალური თემები უნდა შეეთავაზებინა. ამტომაც ჟურნალმა დაიწყო ყურადღების გამახვილება გეი-უფლებებზე, შიდს-თან დაკავშირებულ გამოკვლევებზე, ქალთა უფლებესა და მათ დისკრიმინაციაზე.

1980-იან წლებში ჟურნალი კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. მიზეზი რამდენიმე იყო- სხვა ჟურნალებმა დაიწყეს უკეთესი გრაფიკული გამოსახულების ფოტოების ბეჭდვა,  1986 წელს კი „Meese Commission“მა, რომელიც აწესებს გარკვეულ შეზღუდვებსა და ცენზურას აშშ-ში გავრეცელებულ ეროტიკულ და პორნოგრაფიულ მასალებზე, ჟურნალი პორნოგრაფიულად გამოაცხადა, რის გამოც რამდენიმე მიმწოდებელმა და გამყიდველმა კომპანიამ უარი განაცხადა Playboy Enterprises, Inc-სთან თანამშრომლობაზე.რომ არ შემცირებულიყო გაყიდვები კომპანიამ სასწრაფოდ დაიწყო ხელმომწერთა სისტემაზე გადასვალ. 80-იან წლებშივე გააქტიურდა Playboy Enterprises, Inc სატელევიზიო ბაზარზე. მან ჯერ საყოველთაო მოხმარებისათავის შექმნა არხი, შემდეგ კი უფრო მომგებიანი რომ გამხდარიყო, მისი რეორგანიზებაც დაიწყო. არხმა შეიცვალა სახელი და პროფილი. ამ დროიდან მოყოლებული, მისი მაყურებელი მხოლოდ ის იქნებოდა, ვინც ინდივიდუალურად გადაიხდიდა თანხას შესაბამის სერვისზე.

1990-იანი წლებიდან კი Playboy-მ გაფართოება ოკენის გადაღმა დაიწყო. იგი შევიდა აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ბაზარზე, დააარსა საკუთარი გამოცემები, ტელევიზიები, აქვე შეიძინა და ააშენა სასტუმროები და გასართობი სახლები. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ინტერნეტში მოღვაწეობის დაწყებასაც, რაც მისი შემოსავლისთვის საკმაოდ დიდი წყარო გახდა. თავად ჰიუ ჰეფნერმა ერთ-ერთ ფლეიმეითზე, კიმბლი კონრადზე იქორწინა და ლოსანჯელესის სასახლეში ცხოვრობს. კრისტინ ჰეფნერი კი კომპანიას სათავეში 2008 წლამდე ედგა. 2008 წელს მან გადაწყვიტა ბიზნეს-მოღვაწეობაზე უარი ეთქვა და პირდი ცხოვრებისთვის მიეხედა.

ჟურნალმა 50 წლისთავი 2004 წელს აღნიშნა გრანდიოზული წვეულებით ლას ვეგასში, ლოს ანჯელესში, ნიუ-იორკსა და მოსკოვში..

„Playboy“-ს ავტორები, რესპონდენტები და ფლეიმეითები

მართალია ჟურნალი და თავად „Playboy Enterprises, Inc.” ხშირად გამხდარა სკანდალისა თუ კრიტიკის მსხვერპლი, მაგრამ თუკი ისტორიას გადავავლებთ თვალს დავრწმუნდებით იმაში, რომ „Playboy“ მხოლოდ შიშველი ქალბატონების ფოტოების გამოქვეყნებაზე ორიენტირებული ჟურნალი არ იყო. ჟურნალთან სხვადასხვა დროს თანამშრომლობდნენ ისეთი ცნობილი მწერლები როგორებიც იყვნენ – არტურ კლარკი, იან ფლემინგი, ტრუმან კაპოტე, ვლადიმერ ნაბოკოვი, ერნესტ ჰემინგუეი, ვოდეჰაუსი, სტივენ კინგი და ა.შ. სწორედ მათი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ხოლმე ჟურნალში.

ჟურნალის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური რუბრიკა „ინტერვიუებია“. ჰეფნერმა თავის რედაქტორებს საინტერესო რუბრიკის დამატება ჯერ კიდევ 60-იან წლებში სთხოვა. რედაქტორებმა ჟურნალისტ ალექს ჰეილის ხელნაწერი იპოვეს. აქ იყო ჯაზის ლეგენდის, მაილ დევისის ინტერვიუს საკმაოდ საინტერესო ფრაგმენტები. მომავალში, სწორედ ეს რუბრიკა გახდა ჟურნალის წარმატების მიზეზთაგან ერთ-ერთი. წარმოუდგენელიც იყო ასე რომ არ მომხდარიყო, თუკი რესპონდენტთა სიას გადახედავთ. „Playboy“-მ თავისი 50-წლიანი ისტორიის განმავლობაში ინტერვიუები ჩაწერა – ჯონ ლენონთან და იოკო ონოსთან, მალკოლმ იქსთან და მარტინ ლუთერთან, ჯიმი კარტერთან და ფიდელ კასტროსტან, მუჰამედ ალისთან და ფრენკ სინატრასთან. ჟურნალმა პირველმა გამოაქვეყნა მხატვარ ალბერტო ვირგასისა და სხვა ხელოვანების ნამუშევრები. სწორედ ეს ჟურნალი გახდა ბევრი მათგანის წარმატებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრამპლინი. ჟურნალი არც სერიოზულ თემებს ერიდებოდა. უოტერგეიტის სკანდალის დროს მან დაბეჭდა   „ვოშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტების ბობ ვუდვორდისა და კარლ ბერნშტაინის პოლიტიკური რომანი „პრეზიდენტის მთელი ამალა“.

ფლეიმეითი გოგონების სიას ხომ არც თავი უჩანს და არც ბოლო. მერლინ მონროდან დაწყებული, სიდნი კროუფორდითა და პერის ჰილტონით დასრულებული, თითქმის ყვლა სასიამოვნო შესახედაობის ქალბატონი ამეიკურლ ელიტურ წრეებში, ერთხელ მაინც მდგარა Playboy-ს ფოტო- და ვიდეო-კამერის ობიექტივის წინ. ბევრი მათგანსთვის სწორედ, ეს ჟურნალი გამოდგა წარმატების მიღწევის უმოკლესი გზა. Playboy-მ გაარღვია რკინის ფარდა და 1964 წელს თავის ერთ-ერთი ნომერი საბჭოთა ქალებსაც დაუთმო.

Playboy Enterprises, Inc დღეს

ამჟამად Playboy Enterprises, Inc საკმაოდ დიდი კომპანიაა, მისი ბიუჯეტი მილიარდებს აჭარბებს. წლიური შემოსავალი კი მხოლოდ ჟურნალის მეშვეობით 120 მილიონ დოლარს აღწევს. იგი ფლობს ტელევიზიებს, რადიოებსა და ვებ-საიტებს. კომპანია მის საქმიანობას ახორციელებს სამი ბიზნეს-ჯგუფის მეშვეობით. ესენია : Playboy Entertainment, Playboy-ს ბეჭდვითი და ციფრული ჯგუფი და ლიცენზირების ჯგუფი. თითოეულ მათგანს განსაზღვრული აქვს საკუთარი აქტივობები.

1)Playboy Entertainment-ი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროგრამას , რომელთა უმეტესი ნაწილიც გათვლილია სრულწლოვან მაყურებელზე. მისი ძირითადი სამაუწყებლო საშუალება Playboy TV 1982 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია ასევე ფლობს უამრავ კინო-არხს, რომლებიც ასევე სრულწლოვანებზეა გათვლილი. 2002 წლიდან კი  „Playboy Enterprises, Inc.” -ს საკუთარი სატელიტური რადიო აქვს.

2) Playboy-ს ბეჭდვითი და ციფრული ჯგუფი აერთიანებს აშშ-სა და მთელს მსოფლიოში 27 გამომცემლობას. იგი ჟურნალ „Playboy“-ს გარდა, ათეულობით სხვა პერიოდულ გამოცემას აერთიანებს. ასევე უშვებს კალენდრებს, ბროშურებს. ფლობს ფასიან და უფასო საიტებს, დომენებს მობილური მოხმარებისათვის და ა.შ.

3) ლიცენზირების ჯგუფი კი თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს და საკუთარ ბრენდს ჰყიდის. დღეისათვის „Playboy“-ს ნიშანს, კურდღლის თავს, ყველგან შეხვდებით. ამ ნიშნით გამოდის უამრავი აქსესუარი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ძვირფასეულობა და ა.შ.

Playboy და მსოფლიო

როგორც უკვე აღვნიშნე ჟურნალი 40-მდე ქვეყანაში გამოდიოდა და გამოდის. თუმცა მისი გამოცემა ყოველთვის სკანდალთან და ხმაურთან იყო დაკავშირებული. Playboy-ის საზღვარგარეთული გამოცემებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ავსტრალიური, ბრაზილიური, რუსული და იაპონური ანალოგები. თითოეული ქვეყანა მისი სპეციფიკიდან გამომდინარე თავისებურად ღიქვამდა და აღიქვამს ჟურნალს. მაგალითად, რუსეთსა და ბრაზილიაში ჟურნალს საკმაოდ ბევრი მკითხველი ჰყავს და შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებელთა რაოდენობით ისინი ამრიკელებსაც არ უდებენ ტოლს. მაშინ როდესაც იაპონიაში ეს ჟურნალი საერთოდ დახურეს 2009 წელს მკითხველთა სიმცირის გამო. აქ Playboy 1896 წლიდნ მოყოლებული მეტნაკლები წარმატებით მოღვაწეობდა. მიუხედავად ჟურნალის გამოცემის შეწყვეტისა „Playboy Enterprises, Inc.” ამ ქვეყანაში ისევ ფლობს გასაერთობ სახლებს. ავსტრალიაში კი ჟურნალი 1979 წლიდან 2000 წლამდე გამოდიოდა. აქაური „Playboy“ ამერიკულის ანალოგური იყო და გარდა ფლეიმეითების ფოტოსესიებისა, ბეჭდავდა ინტერვიუებს, საკმაოდ საინტერესო სტატიებსა და მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს. ხვადასხვა დროს ჟურნალთან თანამშრომლობდა  უამრავი ცნობილი ავსტრალიელი სახე. თუმცა, შემოსავლების შემცირების გამო ერთ-ერთი უდიდესი „Playboy“-ს გამოცემა 1999 წლის ბოლოს შეწყდა.

Playboy და საქართველო

ჟურნალის და ქართველების პირველი საქმიანი შეხება 1990 წელს მოხდა. მაშინ როდესაც სსრკ ახალი დაშლილი იყო, Playboy-მ კი კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ყოფილი სოციალისტური ბანაკი „გაეშიშვლებინა“.  ამ ნომერში ქართველი ნანა კუჭავას ერთი ფოტო დაიბეჭდა. არც თუ სასიამოვნო შესახედაობის ქართველ გოგონაზე ეწერა, რომ ის თავადური წარმოშობის მოცურავე და დამწყები მსახიობი იყო.

ნანა კუჭავას სურათი ვერ ვნახე და შორენა ბეგაშვილი იყოს🙂

თუმცა ჟურნალისა და საქართველოს რეალური ურთიერთობა 2007 წელს დაიწყო, როდესაც გადაწყდა Playboy-ს ქრთული ვარიანტი გამოცემულიყო. თუმცა სოციალურ-ეკონომიკური და განსაკუთრებით მენტალური პრობლემების გამო ქართული „Playboy“ „დღენაკლული“ აღმოჩნდა. მან მალევე შეწყვიტა არსებობა. ამ საქმეში კი განსაკუთრებით უარყოფითი როლი ითამაშა ინფორმაციის ნაკლებობამ. მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ეროტიკა და პორნოგრაფია ერთი და იგივე ცნებებია. ეს არც ისე გასაკვირია მთლიანად ჩვენს საზოგადოებაში არსებულ შეხედულებათა სისტემას თუ გავითვალისწინებთ. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ადრეა საქართველოში „სექსის თავისუფლებასა“ და ეროტიკის ესთეტიკურობაზე საუბარი. ყველაზე გასაოცარი კი მაინც მამრობითი სქესის წარმომადგენლებისაგან წამოსული რეაქცია იყო, არადა სწორედ ისინი იყვნენ ჟურნალის ე.წ. „თარგეთ-ჯგუფები“. სინამდვილეში „Playboy“ ბევრ სასიკეთოს გაუკეთებდა ქართველ მამაკაცებს (და ქალებსაც) .მასში გაცილებით მეტ სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციას ნახავდა ქართული „პატრიარქატი“ ვიდრე ელოდა. თუმცა, ჟურნალის ყიდვასა და მის ერთხელ მაინც წაკითხვას, ქართველებმა პირდაპირ მედიასანაგვეზე გადაგდება ამჯობინეს. და ეს მაშინ, როდესაც დახლები და ჯიხურები გადატენილია უხარისხო, იაფფასიანი, მოყვითალო ჟურნალ-გაზეთებით. „Playboy“ კი ის შემთხვევაა, როდესაც მედიაკომპანია ქმნის „ყვითელ“ პროდუქტს და ეს პროდუქტი საინტერესო, სენსაციური და სასარგებლოა ერთდროულად.

„Playboy“-ის ფილოსოფია

სიტყვა Playboy ლექსიკონური განმარტებით ქარაფშუტა, გიჟმაჟ, მექალთანე მამაკაცს ნიშნავს, თუმცა ჰიუ ჰეფნერმა და მისმა ჟურნალმა შეიძლება ითქვას ეს შეხედულება დაანგრიეს. სიტყვა „Playboy“ იქცა ჭკუადამჯდარი, სერიოზული და გემოვნებიანი მამაკაცის სინონიმად, რომელსაც ქალები აქეთ დასდევენ. 1962 წლიდან მოყოლებული ჰიუ ჰეფნერმა გადაწყვიტა კრიტიკოსებისათვის წერილობით ეპასუხა და ყველასათვის გასაგებ ენაზე აეხსნა, რაში მდგომარეობის „Playboy“-ს ფილოსოფია. გთავაზობთ ძირითად კონცეპტებს, რომლებსაც ჰიუ ჰეფნერი ფართო მასებს უკვე წლებია თავისი ჟურნალის მეშვეობით სთავაზობს.

  • „Playboy“-ს ფილოსოფია ეფუძნება რწმენას, რომ ინდივიდი მნიშვნელოვანია და მისი, როგორც საზოგადოების ნაწილის უფლებები არის ამოსავალი წერტილი, საიდანაც გამომდინარეობს სხვა ყველაფერი.
  • კაცის ინტერესი სკუთარი თავის მიმართ ბუნებრივი და კარგია და ეს ინტერესი, გონების გზით გატარებული, შეიძლება გამოყენებული იქნეს ინდივიდისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.
  • თუ ადამიანის სხეული- დედამიწის ზურგზე ყველაზე გასაოცარი, რთული, სრულყოფილი და ლამაზი ქმნილება- შეიძლება მოსარიდებელი, ბილწი ან უხამსი გახდეს, როდესაც მას ფოტოს უღებ, მაშინ ეს სამყარო გაცილებით უფრო აბსურდული ყოფილა, ვიდრე ვაღიარებთ ხოლმე.
  • დამოკიდებულებას, რომ მოქალაქეებს ზოგი იდეა უნდა მოარიდო, ტოტალიტარიზმისკენ მივყავართ, რაც თავისუფალი საზოგადოების ძირითად მრწამსს ეწინააღმდეგება.
  • ცენზურის ირონიაა ის, რომ ყოვლად შეუზღუდავი, უცენზურო საზოგადოება რომ დაგვეშვა, სოციალური კატასტროფისა და მორალური დეგრადაციის არცერთი წინასწარმეტყველება არ ახდებოდა.
  • წიგნები, ფოტოები, სტატიები, პამფლეტები და ა.შ. რომლებიც სექსს ეხება ადამიანის ქცევაზე დიდ გავლენას არ ახდენს. და თუკი რამე გავლენას ახდენს, ამას უფრო სარგებლობა მოაქვს ადამიანებისთვის, ვიდრე ზიანი.
  • ზრდასრული მოსახლეობის ისე დიდ ნაწილს მიუღია მონაწილეობა რაღაც ფორმის ჰომოსექსუალურ ქცევაში, რომ ამას არანორმალურს ვეღარ ვუწოდებთ.
  • თუ ვცნობთ, რომ სექსი მხოლოდ რეპროდუქციისთვის არ არის, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის შეიძლება აუცილებლად სიყვარულთანაც არ ასოცირდებოდეს.
  • ჩვენ ეგოისტური სექსის წინააღმდეგები ვართ.
  • ადამიანი თავისი არსებობით სრულ სიამოვნებას მაშინ იღებს, როდესაც ღია და დაუცველი რჩება. ამ დროს ამქვეყნიურ ტკივილსა და გულის გატეხვასაც განიცდის, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია.

ასე აყალიბებს ჰიუ ჰეფნერი თავისი ცხოვრბისა და ჟურნალ  Playboy-ს ფილოსოფიას.

დასკვნა

როგორც ხედავთ ჟურნალი Playboy და მთლიანად Playboy Enterprises, Inc ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მედია-ბრენდია. ჰიუ ჰეფნერმა თავის დროზე იპოვა ის ნიშა, რომელიც იყო თავისუფალი და რომლის დაკავებასაც ითხოვდა ამრიკული და არა მხოლოდ ამერიკული საზოგადოება. ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ის იქცა წარმატებულ კომპანიად და ბევრი ადამიანის წარმატების საფუძვლად. მიუხედავად იმისა, რომ მას მეინსტრიმულ ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვს და“სიყვითლეც დაჰკრავს“, ის იქცა მოდისა და ცხოვრების სტილის დამამკვიდრებლად. მისი წარმატების ფორმულად კი ნამდვილად უნდა ჩავთვალოთ მისი ლიბერალური საბაზრო და ჟურნალისტური მეთოდები. მისი ღიაობა და ადამიანების ინტერესების გათავისების უნარი. მართლაც სამწუხარო რომ ქართული საზოგადოება ჯერ-ჯერობით ვერ არის Playboy -ს მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა უნდა ვიმედოვნოთ, რომ  ჩვენთანაც გაჩნდება საჭიროება და მოთხოვნილება მსგავსი მაღალი დონის მედია-ბრენდზე.