ნიჭი ოჯახის\ქალის სიყვარულისა

Posted on January 21, 2011

31



სპეციალურად ვწერ მოკლე პოსტს. მინდა, რომ ყველამ წაიკითხოს და იქნებ, ვიღაც დაფიქრდეს კიდეც.

ქართველები რომ ნიჭიერი ხალხი ვართ, მგონი ეს ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. ნუ ასე გვჯერა, ყოველ შემთხვევაში. ისიც გაგონილი გექნებათ, რომ თურმე, ჩვენ სიყვარულის განსაკუთრებული ნიჭი გვაქვს. სწორედც, რომ განსაკუთრებულია ეს ნიჭი, ოღონდ ერთი დაზუსტებით – გულისხმობს კი განსაკუთრებული კარგსა და პოზიტიურს? მოდი, ლოგიკურად გავყვეთ.

რამდენჯერ გსმენიათ, რომ თურმე ქართველებს ოჯახისადმი განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება გვაქვს? მინიმუმ იმდენჯერ, რამდენჯერაც ამჟამინდელი გეგებით ტრადიციულ, ქართულ სუფრაზე მოხვედრილხართ.

რამდენჯერ გინახავთ ორლიტრიანი ყანიწით, ლამფის შუშითა და შიფრის ნატეხით დალეული ქალის, მე მომიტევეთ, მანდილოსნის სადღეგრძელო? (ჩვენ ხომ ქალები არ გვყავს, საქართველოში მხოლოდ მანდილოსნები არიან, უხილავი მანდილებით).

რამდენჯერ გაგიგიათ, რომ თურმე ევროპა-ამერიკელებმა რა იციან ოჯახი რა ხილია, რომ თურმე, მხოლოდ საქართველოში გვიყვარს საკუთარი ოჯახები ისე, როგორც უნდა გვიყვარდეს?

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში ქალებზე ძალადობის რიცხვი გაიზარდა და რომ ყოველ მე-11 ოჯახში ქალები დისკრიმინირებულები არიან და დისკრიმინაცია ყველაზე ხშირად ფიზიკური ძალადობით გამოიხატება? ეს მხოლოდ შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით. თავად გამოიტანეთ დასკვნა, თუ გეტყვით, რომ სავარაუდოდ, რეალური მონაცემი ოფიციალურს რამდენჯერმე აღემატება.

ეს რაც შეეხებათ ჩვენს მანდილოსნებს, რომელთა სადღიგრძელოსაც საათში ორჯერ სვამენ ის მამაკაცები, რომლებიც მეუღლესთან მარტო დარჩენილები ხელებს ივარჯიშებენ ცოლების ცემაში.

აბა ახლა ამათ დაუმატეთ ქართველი ბავშვები, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ და ხშირად სულ მცირე სიტყვიერი შეურაცხყოფის ნომერ პირველი ადრესატები არიან. აღარაფერს ვამბობ დედის ცემით მიღებულ ფსიქიკურ ტრავმასა და თავად ბავშვების ცემა-ტყეპაზე.

ახლა მითხარით რაში გამოიხატება ქართული ოჯახის სიყვარული ? ქალის ცემაში? ბავშვების დედის გინებასა და რტყმაში ? ჩალურჯებული ადგილების სიმრავლეში ბებიის, დედის, ცოლისა და დის სხეულზე?

ამ ყველაფრის შემდეგ მე მიჩნდება შეკითხვა, სადმე ხორცმეტი ხომ არ გვაქვს ქართველ ერს? (არ დამიწყოთ ახლა აგრესიული ნუ ხარო, სჯობს ეგ მიმართვები ქართველი, ნიანდერტალელი მამაკაცებისთვის შეინახოთ და იმათ შეახსენოთ შიგადაშიგ, რომ ცოლი და შვილი საცემი და საგინებელი ობიექტი არაა.)

კავკასიური ენდემური ფაუნა - ქართველი კაცი

თქვენი არ ვიცი და მე გულს მირევს ქართულ-სუფრული პირფერობა, რომლის ტრადიციად შემოტენვასაც ასე საგულდაგულოდ ცდილობენ ჩვენი მ-ორალისტები.

თუმცა ალბათ, გასაკვირი არცაა ასეთი გარდაქმნა ქართველი კაცისა კავკასიურ ენდემურ ცხოველად. მას ხომ სულ მცირე მოჭარბებული ენერგია აქვს. რატომ ? მე რას მეკითხებით თავად მიმოიხედეთ და მიხვდებით.

მოკლედ არის ჩვენში რაღაც დიდი და გრანდიოზული. (დაკვირვებული თვალი და გონება მიხვდება, რაცაა ეს დიდი)

"პატივისცემა" ქალებს პოლიციისგან !

<a href="“>