ჯასტინ ბიბერი საქართველოს დემოგრაფიის სამსახურში :)

Posted on March 9, 2011

20



ამ დღეებში ჯასტინ ბიბერის დაბადების დღე ყოფილა. მოიცადეთ, ჯერ არ ჩაკეცოთ ეს გვერდი, ამ „მოვლენას“ მხოლოდ ირიბად ვეხები პოსტში. დაუდგენელი მიზეზების გამო „ჯეი ბის“ საქართველოშიც გადაუხადეს იუბილე და რაც მოხდა იქ, შეგიძლიათ
ამ ვიდეოში იხილოთ.

რადგან ეს ვიდეო უკვე იხილეთ, სავარაუდოდ, თქვენც აღშფოთდით და მყისვე შემოგიტიათ ერის დეგრადირებაზე, ახალგაზრდობის დადებილებასა და უგემოვნობის აპოლოგიაზე მრავალმნიშვნელოვანმა ფიქრებმა, ანდა იმდენად ინდიფერენტულები ხართ, რომ ეს ყველაფერი, ისევე როგორც არაფერი ამქვეყანაზე, არ გაინტერესებთ. მესამე ვარიანტიცაა, დიმიტრი ხართ გელოვანი და ზედმეტად დაკავებული ბრძანდებით, რომ ამ თემაზე ფიქრი განაგრძოთ. მაგრამ ეს უფრო მეეჭვება. ახლა ნუ დაიზარებთ და ამ ვიდეოს ქვემოთ, 73 გვერდი კომენტარებიც წაიკითხეთ. (ერთი-ორი მაინც) აქვე დავაკოპირებდი, მაგრამ რატომღაც გული მეთანაღრება ჩემი ბლოგის ასო ბგერა „ყ“-თი და „ტ“-თი გადატვირთვაზე.

ესაა ეს, სატანა, ქართველი ბავშვების დამჩლუნგებელი!🙂

არ ვიცი, ვის რა გეჩვენებათ პრობლემად, მაგრამ მე „ჯეი ბის“ გულშემატკივრობაზე (როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს) მეტად, იმ ადამიანების დამოკიდებულება მგონია დასაფიქრებელი და სადარდებელი, ვინც ასეთი ენთუზიაზმითა და ენერგიით ცდილობს ბიბერის ფანების მშობლების ხარჯზე ერის დემოგრაფიული მდგომარეობა გააუმჯობესოს.  ტინეიჯ სტარის (ასე უწოდებენ ჯასტინ ბიბერს თურმე) ქართველი გულშემატკივრების მაგინებლები შეიძლება ორ პირობით ჯგუფად დავყოთ : „კაი ბიჭების“  ჯგუფი და „პრადვინუტების“ ჯგუფი.
პირველ ჯგუფს რაც შეეხება, მგონია რომ აქ საქმე უფრო იოლადაა, ამ ჯგუფში მოვისაზრებ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დედის გინება და ქართული ანბანის ბოლო თანხმოვნების ერთად თავმოყრა გამოხატვის ერთადერთი საშუალება ჰგონია. რომლებსაც ჯასტინ ბიბერის ფანები იმიტომ არ ევასებათ, რომ ეგ ბიჭი „პიდარასტია“. ხოდა იმას ვამბობდი, რომ ამ შემთხვევაში უფრო მარტივადაა საქმე. უნდა ვიხელმძღვანელოთ პრინციპით „იმ ძროხამ ჩამწიხლოს, ვინც ჩემზე მეტს მოიწველებაო“ ანუ დაახლოებით ისეა საქმე – ბუტირკისა და „ჰეი ნიგა ნიგა“-ს ფანები ურტყამენ ჯასტინის ფანებს. შესაბამისად, აქ უფრო თანასწორია ბრძოლა და განსაკუთებულის იმედი არც ერთი მხარისგან უნდა გქონდეს ადამიანს და არც მეორის.

მუსიკის (ანუ ჯასტინის) როლი, წველადობის ზრდაში

რაც შეეხება „პრადვინუტებს“. აი აქ კი ნაღდად არ გამოგვადგება ძროხისა და წველადობის ამბავი. ცოტა რთულადაა საქმე. „პრადვინუტებში“ უნდა მოვაქციოთ ყველა, ვინც „გემოვნებიან“ მუსიკას უსმენს. ნუ, გემოვნების საკითხი ცალკე სადაო თემაა და არ დავიწყებ იმის გარჩევას, თუ რას ნიშნავს ის. მთავარია, რომ ისინი საკუთარ საყვარელ მუსიკალურ სტილს „გემოვნებიანს“ უწოდებენ და ამის გამო თავს უფლებას აძლევენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ „ჯეი ბის“ (ეს შემოკლება მკლავს რა) ფანებს.
თუმცა, ავიწყდებათ, რომ ამ ე.წ. „ფანების“ ასაკი არამც და არამც არ სცდება 13 წელს (ჩემი დაკვირვებით).. მოკლედ ვიტყვი, ვერაფერ ტრაგედიას ვერ ვხედავ თუ ამ ასაკში ეს ბავშვები მოუსმენენ ჯასტინ ბიბერს ან მის მსგავს რომელიმე „მასობრივი მოხმარების მომღერალს“. ყოველთვის იყო და იქნება ასეთი „მასპოტრების“ სტილის მომღერლები და ჯგუფები, გაიხსენეთ “Spice Girls”-იდან დაწყებული, US5-ით დამთავრებული. ვერ ვხვდები, რატომ უნდა აგინო 6-7 ან თუნდაც 15 წლის ადამიანს იმის გამო რომ მას Pink Floyd ან Doors არ მოსწონს. როდესაც ეს ყველაფერი მოკლე სტატუსად ჩემს FACEBOOK-ზე დავწერე, იმ წუთასვე წავიდა მსჯელობა, რომ თურმე ამ ასაკში შეუძლიათ ბავშვებს გემოვნებიან მუსიკას უსმინონ.
მოკლედ, მათი განმარტებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მე ვერ ვჯდები გემოვნებიან და „პრადვინუტ“ მსმენელთა კასტაში. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ არც 60-იანების მუსიკის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და არც თანამედროვე ინდ-მუსიკისა.  მოდით ჩავთვალოთ, რომ არ ვარ ეს ოხერი გემოვნებიანი მსმენელი, მაგრამ ბოლოს თავად გააკეთეთ დასკვნა, რამდენად ვიმსახურებ დაცინვას აამ ყველაფრის გამო. ვცდილობ პირად მაგალითზე ავხსნა თუ რატომ არ უნდა გაუტრაკონ საქმე პატარა ბავშვებს იმ ყბადაღებული ბიბერის მოსმენის გამო.


მიუხედავად იმისა, რომ თბილისში 10 წელზე მეტია ვცხოვრობ, რეალურად 1 წელია რაც შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს საშუალება გავეცნო მუსიკას, თუკი შესაბამისი სურვილი მექნება. 19 წლამდე არ მქონდა კომპიუტერი და აქედან გამომდიბნარე, ვიყავი იმ მუსიკის მომხმარებელი, რომელსაც ტელევიზიით  მთავაზობდნენ, იქნებოდა „მიუზიკ-ბოქსი“ „მაესტრო“ თუ „პირველი სტერეო“.  ვიცოდი მხოლოდ იმ მუსიკოსების არსებობის შესახებ, რომლებიც ამ არხებზე ტრიალებდნენ. ასაკის მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, მათ შორისაც დავიწყე მეტ-ნაკლებად გარჩევა და მათი რანჟირება. ვიღაც მეტად მომწონდა ვიღაც ნაკლებად. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ადამიანს ნორმალური გემოვნება ვერ ჩამოგიყალიბდება ამ არხების ყურებით. შესაბამისად, მტკიცედ მწამდა, რომ მადონა იყო მსოფლიო მუსიკის მწვერვალი. დღემდე მიყვარს მადონა და ამას არც დავმალავ, თუნდაც უგემოვნობაში დამადანაშაულონ. მითხარით რამდენად მიმიძღვის ბრალი იმაში, რომ მიყვარს მადონა და არა ლედ ზეპელინი ან რომელიმე „გემოვნებიანი“ ჯგუფი? ამ არხებზე თითქმის არავის გაუშვია 60-იანების რევოლუციური ჯგუფები და მომღერლები, სამაგიეროდ ბრიტნი და კრისტინა ატალახებდნენ ეთერს. რა მექნა, მითხარით, როგორ უნდა დამსიზმრებოდა რომ ეგ თქვენი „კარგი“ მუსიკაც არსებობდა?
ყოველთვის მაინტერესებს, რატომ ეშლებათ ნერვები მიუზიკ-ბოქსის ეთერში გასულ სიმეღებზე. ჩემზე კარგად იცით, რომ ის ინტერაქტიული ტელევიზიაა და მის ეთერში გავა მხოლოდ ის, რასაც ჩემნაირი და თქვენნაირი მაყურებელი მოითხოვს. რომელიმე ე.წ. „გემოვნებიანი“ შეწუხებულა იმისთვის, რომ თავისი საყვარელი მუსიკა გასულიყო ეთერში ? არა ! აბა ვისთან გაქვთ პრეტენზია. შეუკვეთეთ ეგ თქვენი „ძერსკი“ სიმღერები და თუ არ გავა, მერე აღშფოთდით. იქნებ იმ 15 წლის ბავშვებს, რომლებსაც ცოცხალ-მკვდარს აგინებთ, თქვენ ანახოთ რა არის გემოვნებიანი მუსიკა. მაგრამ აქ ვიცი არგუმენტი, რომელსაც მოიყვანთ. არ უყურებთ ამ არხს და არ გაინტერესებთ საერთოდ. აბა რაღას შფოთვთ მის სატელევიზიო ბადეზე? მოკლედ ან საერთოდ უარი თქვით ასეთი არხების ყურებაზე ანდა ადექით და თქვენ თვითონ შექმენით მუსიკალური ამინდი (რამდენადაც შეგიძლიათ).
არ ვიცი, თუ დამეთანხმებით, მაგრამ მე მტკიცედ მჯერა, რომ ბახის ან ბეთჰოვენის (ანდა რომელიმე „გემოვნებიანი“ არაკლასიკოსის) მოსმენა ძალიან კარგია, მაგრამ ვიყოთ უფრო მატერიალისტები, რა გგონიათ რომ მათი მოსემნით IQ აგეწევათ ? ნუთუ გგონიათ, რომ თქვენ გაქვთ უფლება დამცინოთ მე გემოვნების გამო? გემოვნების ჩამოყალიბების საკითხი მე ასე მესმის : მასზე გავლენას ახდენს გრემო ანდა ინტელექტი. თუმცა ერთ პიროვნულად უნდა ვთქვათ, რომ გემოვნების არსებობა, სულაც არ ნიშნავს რომ ჩემს ინტელექტს რამე ეშველაბა.
მოკლედ, არ გინდათ რა სხვისი გინება, ფურთხება და დაცინვა. დაანებეთ სხვის ფლეილისტს თავი და შედით თქვენს D დისკზე, ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსკია და აცალეთ სხვასაც აკეთოს ის რაც უსწორდება.
დასასრულ კი ვიტყვი, რომ სულ ერთია ჯასტინ ბიბერის გამო მოილკავს ადამიანი თავს თუ მაიკლ ჯექსონის, ორივე შემთხვევაში მარაზმი მარაზმად რჩება. ნუთუ ასეთი მავნე ზეგავლენა აქვს ჯასტინ ბიბერს, რომელიც მე თუ მკითხავთ გაცილებით უფრო ნიჭიერი მომღერალია, ვიდრე ქართველ მუსიკოსთა 99%.  მომღერალი თუ არა შოუმენი მაინც.
მოკლედ ვისაც გინდათ დერვიშების პიზდეც-ფილოსოფიური და ვითომდა რევოლუციური სულიკოები ისმინეთ და ვისაც გინდათ რობი კუხიანიძის კონტრკულტურად შემოსაღებულ სისულელე, მაგრამ დაანებეთ ბავშვებს თავი .

P.S.  თუ 9 თვეში საქართველოს მოსახლეობა გაორმაგდა, იცოდეთ რომ 73 გვერდიანი გინებები ახდა და ქართული გენის გადარჩენას „ჯეი ბის“ უმადლოდეთ და არა ილია მეორეს🙂