WHAT THE FUCK

Posted on April 14, 2011

42



მგონი ყველამ კარგად იცით, რომ პირადი პოსტების წერა არ მიყვარს. მაგრამ ეს ერთი გამონაკლისი დავუშვათ. ვისაც გაინტერესებთ წაიკითხეთ, ვისაც მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო თემები იზიდავს იმასთან ბოდიშს ვიხდი.

საქმე იმაშია, რომ ერთ კვირაზე მეტია გავაუქმე ფეისბუკი. ყოველგვარი ახსნა-განმარტებებისა და პათეტიკურ-ტყლაპურჭული მანჭვა-გრეხის გარეშე, უბრალოდ, ავდექი და ერთ საღამოს დეაქტივიზაცია გავუკეთე ჩემს გვერდს. ვისაც აინტერესებდა რატომ გავიმეტე ჩემი ფეისბუკი, იმათ ავუხსენი. ვისაც არ აინტერესებდა იმათ – არა. სიმართლე გითხრათ, თავს ცუდად სულაც არ ვგრძნობ უსოციალურქსელოდ. პირიქით, რაღაცნაირად, უფრო ბუნებრივი გავხდი თითქოს. ალბათ ეგ ჩემი პრობლემაა და არა თქვენი. მაგრამ ახლა სწორედ ჩემს პრობლემებზე მინდა დაწერა.

მოკლედ, რაღაც უცნაურად ვგრძნიბ თავს. თან შემიძლია ამის სიტყვებით გამოხატვა და თან არა. ერთი ის ვიცი დანამდვილებით, რომ არ ვარ დეპრესიაში, არ გავმხდარვარ ასოციალური, არ ვარ ფიზიკურად ცუდად, არ მაქვს არანაირი რეალური სადარდებელი და არც ახალი მომხდარა რამე (განსაკუთრებული) რაც ჩემში ემოციას აღძრავდა.

მაგრამ, ამავდროულად, ვხვდები რომ თითქმის ვეღარ ვღელდები, აღარ მაქვს ემოცია, აღარ ვფიქრობ საჭირო საგნებსა თუ მოვლენებზე სათანადოდ დიდ ხანს. აღარც ვწერ და აღარც ვნერვიულობ იმ ყველაფერზე, რაზეც ადრე ვნერვიულობდი. ჩემში არანაირ ინტერესს აღარ აღძრავს არცერთი ფილმი, არცერთი წიგნი, არცერთი სიმღერა და არც ერთი ნახატი. არ მიხარია გაზაფხულის მოსვლა, არც მწყინს. ის რაც ადრე წიგნებში მიტაცებდა ახლა უბრალოდ აღარ მიტაცებს. ბოლო კვირებში 4 წიგნი (ჰესეს „ტრამალის მგელი,“ მორავიას „ჩოჩარა,“ კობო აბეს „ქალი ქვიშაში“ და კიდევ რაღაც)  მაინც წავიკითხე. თითქოს ყველა მომეწონა, მაგრამ ვერც ერთით ვერ დავრჩი აღფრთოვანებული. არ შემხვედრია ამ წიგნებში მომენტი, რომელზეც ვიტყოდი, რომ გენიალურია.  დარწმუნებული ვარ რომ ეს მწერლების კი არა ჩემი ბრალია.

ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადაა, მშვიდად მიდის ჩემი ცხოვრება. არავინ მცემს, არავინ მირტყამს, არც მშია, არც მწყურია, მეგობრებიც ისევ მყავს. თუკი ადრე მინდოდა რომ შეყვარებული ვყოფილიყავი, ახლა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არც არასდროს მყვარებია ვინმე და არც მინდა რომ ოდესმე კიდევ მიყვარდეს ვინმე. რაღაცნაირად, პათეტიკურად გამომდის, მაგრამ რა ვქნა.სხვა სიტყვებით არ ვიცი, როგორ უნდა ვთქვა ანალოგიური აზრი. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს როგორ გამომივა. მთავარია ვინმემ გაიგოს, რას ვამბობ.

ერთადერთი, რასაც თავაუღებლად ვაკეთებ ეს მოვალებობის შესრულებაა. მოვალეობები მშობლების, მეგობრების, ნაცნობების, უნივერსიტეტის, საქმის წინაშე. აი სულ უბრალოდ, ვაკეთებ რაღაცას და ვხვდები ხოლმე, რომ ამას ვაკეთებ არა იმიტომ, რომ მინდა, არამედ იმიტომ, რომ რამე უნდა გავაკეთო. იმიტომ, რომ ეს ჩემი მოვალეობაა, იმის სანაცვლოდ, რომ ვცხოვრობ აქ, ამ გარემოში.

ისევ ისე მიყვარს ყველა ჩემი მეგობარი, მაგრამ არ მაქვს სურვილი, რომელიმე მათგანს დავურეკო, ვნახო, მოვიკითხო და მათთან ერთად დრო გავატარო ან ვიუსაქმურო.

არ მაქვს სურვილი ახალი ადამიანების გაცნობისა. ვიცი, რომ ისინც კატასტროფულად მალე მომბეზრდებიან.

აღარ მინდა, რომ ვწერო რომელიმე ჟურნალში, გაზეთში ან თუნდაც ბლოგზე. აღარც იმაზე ვოცნებობ, რომ მუშაობა დავიწყო სადმე ჩემთვის შესაფერის გარემოსა და პირობებში.

აღარ მაქვს სურვილი, რომ ახალი წიგნები ვიყიდო და ეს ყველაზე მეტად მაოგნებს.

აღარც ის ფილმები მომწონს, რომლებიც ამ ბოლო ხანებში ვნახე. თითქოს უკვე ყველაფერი ნაცნობია და ერთსა და იმავეს ვიმეორებ. სიახლის შეგრძნება დამეკარგა. ასე მგონია, რომ 20 წლის ნაცვლად 80 წელი ვიცოცხლე და ვეღარ ვხვდები რაღა უნდა მოხდეს საინტერესო და სასიამოვნო.

აი ამ წამსაც შემიძლია ვიკეკლუცო, ვიტყლამპურჭო იმათ წინაშე ვისაც ისე ახსოვს ჩემი ბლოგის მისამართი, მაგრამ რატომღაც აღარც მაგის სურვილი მაქვს.

აღარ მინდა რომ ჩემი შეხედულებები გამოვთქვა რამეზე, მაგრამ ინსტიქტის დონეზე, ბევრი ფიქრის გარეშე მაინც ვაკეთებ ხოლმე ამას.

სამეცადინო და სასწავლი იმდენი მაქვს, რომ წესით ყველა ნორმალური ადამიანი ახლა უნდა ახლიდეს თავს ქსეროქსებს და წიგნებს ჩემ მაგიერ. მაგრამ მე ვზივარ და ამ ბოდვეს ვკრეფ კლავიატურაზე.

ვიცი რასაც მეტყვით – “ეგ დროებითა”, “გაგივლის ლაშ” და ა.შ. კაი კაცო, არ გამაგიჟოთ . მეც ვიცი რომ გამივლის, მაგრამ იცით რა მაინტერესებს – რა გამივლის? რა ჰქვია ამ ნახევრად ფლეგმატურ, ნაევრად პედანტურ და ნახევრად უსიამოვნო შეგრძნებას?

ადრე როგორც წესი, როცა რამე არ მსიამოვნებდა და ვგრძნობდი, რომ ვიგრუზებოდი რაღაცებს ვცვლიდი ხოლმე, ახლა მაგის სურვილი ისე არ მაქვს, როგორც ბებიაჩემის დას ჯომოლუნგმაზე ფეხშიშველი ასვლის.

მოკლედ, რია ვიცი, რია ვიცი. რამე მინდოდა გამეკეთებინა და ეს ყველაფერი დავწერე. იმედია ნამეტანი გული არ აგერიათ. თუ აგერიათ და კარგია, კუჭი გაგეწმინდებათ.🙂

P.S. იმედია, ამ დღეებში რამის დაწერის სურვილი გამიჩნდება, თორემ საკუთარი თავის მიტყდება.  გრმატიკული შეცდომები დაიკიდეთ, ახლა კორექტურის თავი რომ მქონდეს, ერთი წიგნი მაქვს დასაკორექტირებელი🙂