კონსტრუქციული ანარქიზმი და ზრდილი საზოგადოება

Posted on July 7, 2011

7



დღეს დილით ფბ-ში შესულს ახალი „ცხელი“ ამბავი დამხვდა. ფოტოგრაფები დაიჭირეს ჯაშუშობის ბრალდებით. გარკვევით არავინ არაფერი იცოდა გარდა იმისა, რომ რამდენიმე ფოტოგრაფი დააკავეს. მოკლედ ხალხი აწრიალებული დამხვდა. აქციაც დაგეგმეს ჟურნალისტური სოლიდარობის გამოსახატად.

12 საათზე კი გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაში საინფორმაციო გამოშვება დაიწყო.

პირველი ნიუსი – რკინიგზა;

მეორე ნიუსი – გველები თბილისში;

მესამე ნიუსი – კალიები ქვემო ქართლში;

და ა.შ.

ტრადიციულად, რუსთავი 2 უცხო პლანეტის ახალი ამბების ადეკვატური იყო. არამგონია ვინმეს იმაში დარწმუნება სჭირდებოდეს, რომ ეს ტელევიზია როგორც წესი ყველაზე აქტუალურ ახალ ამბებს ჩრდილში აქცევს. მოკლედ, ჩვეულებრივად ისევ ამეშალა ნერვები ამ ტელევიზიაზე და მათი ფეისბუკ-ფეიჯი მოვძებნე, დავალაიქე და კედელზე დავუწერე „ თქვენთვის ვინმეს უთქვამს, რომ მაგარი ღლე ტელევიზია გაქვთ?“

ამის შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა მინი აქციის მოწყობა მოვინდომეთ, ყველა უნდა შესულიყო ამ მართლაც ღლე-ტელევიზიის ფეიჯზე და უნდა გამოეხატათ პროტესტი საინფორმაციო მარაზმისათვის. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი იმაში რომ რ2-ის თანამშრომლებმა ჩემზე უკეთ იციან თუ სად მუშაობენ. უბრალოდ მგონია, რომ ოდესმე ვინმემ უნდა უთხრას ხაზ გასმით, რომ რასაც ისინი აკეთებენ არის ღლეობა. მეტი არაფერი. რაც მეტი ეტყვის მით უკეთესი.

თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ აგვყვა, გარდა რამდენიმე ადამიანისა. არადა ფრენდ-ლისტში ერთი ტონა ანარქისტი, მემარცხენე თუ მემარჯვენე, ოპოზიციის მხარდამჭერი, თუ ე.წ. „პრადვინუტი“ ტიპი მყავს, რომლებიც მუდმივად ვიღაცას მოუწოდებენ პროტესტის გამოხატვას. მუდმივად ვიღაცას აკრიტიკებენ პასიურობის გამო, თუმცა ამ შემთხვევაშიც თამაშ გარეთ დარჩნენ. ესეც მოძველებული ამბავია უკვე.

ჩვეულებრივ ჩვენთან ანარქისტები ხომ მხოლოდ ტუსოვკებზე ანარქისტობენ, „პრადვინუტები“ ხომ განყენებულები დაგვჩერებიან თავზე მორალური პედესტალიდან. მოკლედ ეს ერთი ტონა ტვინით გატენილი ადამიანები დღემუდამ რომ გმინავენ და შფოთავენ, სულ რაღაცით რომ არიან უკმაყოფილონი, ისევ კონსტრუქციულები დარჩნენ. აბა უზრდელები ხომ არ არიან ამხელა ტელევიზიას რამე აკადრონ. ისინი ხომ კონსტრუქციულები არიან, კონსტრუქციულებიიი !  ისინი ხომ ემოციებს არ ჰყვებიან!

მოკლედ რუსთავი 2-ის ფეიჯის ადმინისტრატორმა დამბლოკა, ჩემი პოსტებიც წაშალა, თუმცა დასკრინშოტება მაინც მოვასწარი. ისე არც აქვს მნიშვნელობა წაშლიან თუ არა ჩემს პოსტს.

ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა კი მესიჯი მომწერა „გილოცავ, შენ ახლა პოტენციური სამსახური დაკარგე.“ მეორე მესიჯში ეწერა „მე მხოლოდ ფულის შოვნა და აქედან დატყდომა მინდა, რეალური გზებიც თითქმის ნაშოვნი მაქვს. შენ ებრძოლე მაგათ, ვამაყობ შენით“.

მოკლედ ამ ორ მესიჯში მსუბუქი იუმორი და ჩვეულებრივი ახალგაზრდული განწყობა დავინახე. იუმორი კარგია. ახალგაზრდული განწყობა კი რომელიც ჩემს ირგვლივ არის აი ასეთია -„მე მხოლოდ ფულის შოვნა და აქედან დატყდომა მინდა“ . ალტერნატიული განწყობაც არსებობს. „ნეტა შიგ არა გქონდეს“ -სინდრომი. აი ყველაფერზე, რომ ასე გპასუხობენ.

სიმართლე გითხრათ მეეჭვება ვინმეს ამ ქვეყნიდან ჩემზე მეტად უნდოდეს წასვლა. თანაც სამუდამოდ, მაგრამ ეს ოხერი პროტესტის განცდა მაინც მიჩნდება და მაინც შემტკივა გული ამ ქვეყანაზე. აი არ მინდა ეს პათეტიკური ტყლაპურჭი და მანჭვა გრეხვა, მაგრამ მაინც მეცოდება ამხელა ტერიტორია რომ ცდება ამ ხალხის ზედ ცხოვრებით.

ჩვენი საქმე ტრაკისკენაა