რატომ უნდა გახდეს “მარშუტკით” მგზავრობა 2 ლარი (ან უფრო ძვირი)

Posted on July 24, 2011

18



რამდენიმე დღეა სრულიად ქართული ფეისბუქ-სივრცე შფოთავს სამარშრუტო ტაქსების გაძვირებულ გადასახადზე. ე.წ. „მარშუტკების“ უმეტესობით მგზავრობა 80 თეთრი ყველას ეძვირა. (რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მუდმივად ყველაფრით კმაყოფილთა „კასტას“. იმათ თავზეც რომ დააჯვა, მაგაზეც მადლობას იტყვიან. ჰოდა ამ აბსურდული გადაწყვეტილების გასამართლებლადაც ექნებათ რამე არგუმენტები – მაგალითად ის რომ სახელმწიფოს უჭირს, ის რომ ეს 80 თეთრი “სინგაპურიზაციის” საფასურია, ან ის რომ 40 კილომეტრში მტრის ჯარი დგას და რა დროს აქციები და პროტესტია)

აქციაც დაიგეგმა გაზრდილი სატრანსპორტო გადასახადების საწინააღმდეგოდ და დღეს პარლამენტის წინ მთელი 50-60 კაცი მოვიდა. ჰო მთელი 50-60 ადამიანი.

ჩემი შთაბეჭდილებით კი ავტობუსების გაჩერებებზე უფრო მეტი ადამიანი იდგა, ვიდრე პარლამენტის წინ. ჟურნალისტების რაოდენობა კი გაცილებით აღემატებოდა აქციის მონაწილეების რაოდენობას.

ფოტო : გიორგი გოგუა

ფოტო : გიორგი გოგუა

როდესაც ყველა მიხვდა, რომ ამ აქციიდან ისევე გამოვიდოდა რამე, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდებოდა ხოლმე (ანუ არაფერი), რამდენიმე მოპოლიტიკოსო ფიგურაც გამოჩნდა და ხალხს უთხრა რუსთაველის მეტროსთან „რაღაც“ აქციას შეერთებოდნენ. ჰოდა ავდექი და წამოვედი, რადგან ის, რასაც ვაპროტესტებდი მხოლოდ 50 კაცის გასაპროტესტებელი არაა, ხოლო ის თუ რა ხდებოდა მეტრო რუსთაველთან სულ არ მაინტერესებს.

უბრალოდ სირცხვილია, როდესაც შენს ფეისბუკზე წუწუნით ტვინს ბურღავ. სინამდვილეში კი ტრაკის აწევა გეზარება, რომ შენი მოთხოვნა გაასაჯაროვო.

ხვალაც არის დაგეგმილი აქცია იმავე მოთხოვნით. ვიღაცები იტყვიან ხვალ წავალთო, ჰოდა იარეთ რამდენიც გინდათ. მე აღარ წავალ, რადგან როგორც ჩანს ხალხს არ აწუხებს ეს პრობლემა. ჰოდა ერთადერთი რამე მინდა – ნეტავ, მგზავრობის საფასური 2 ლარი ან უფრო ძვირი გახადონ. ნეტა საერთოდ ჰაერიც ფასიანი გახადონ და ისიც ელექტროენერგიას მიაბან ნაგავივით. იქნებ მაშინ მაინც მიხვდეს მასის მდგომარეობაში მყოფი ქართული ინერტული საზოგადოება, რომ შენი მოთხოვნა შენ უნდა გაახმაურო, მოითხოვო და დაიცვა.

რასაც ვიმსახურებთ იმას ვიღებთ.

ვიღაცებს ჰგონიათ მიშაა გადასაყენებელი. მიშა კი არა ქართული საზოგადოება უნდა გადააყენო, თორემ უკვე შარვალში აქვს ჩასვრილი და ირგვლივ ყველაფერს აყროლებს.

პ.ს. ეს პოსტი არ ეძღვნება ე.წ. მაღალ საზოგადოებას, რომელიც მარშრუტკებით არ მგზავრობს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა მათაც ჰქონოდათ ელემენტარული სოლიდარობის განცდა, მაგრამ იმათ რა უნდა მოსთხოვო, როდესაც ხმას ისინიც კი არ იღებენ, ვის ჯიბესაც პირდაპირ ურტყამს გაძვირებული სამგზავრო ტარიფი.