სექსი და სხვა უზრდელობები

Posted on August 14, 2011

22



ბანანაპოსტის ამინდი

(განმარტება – პოსტში გამოყენებულ „უზრდელ სიტყვებს“ რაც შეეხება, ვიცი რომ გულის სიღმეში ყველას გსიამოვნებთ ამ სიტყვების გამოყენება-წაკითხვა, ამიტომ გთხოვთ ყალბი შეგონებები არ დამიწყოთ და გულწრფელად გაჩუმდით მაინც.

სათარუად კი რაც შევარჩიე, იმიტომ შევარჩიე, რომ მიუხედვად ჩემი ბლოგის არასექსუალურობისა, ყველაზე ხშირად დასერჩვადი სიტყვა აქაც კი „სექსი“ და სექსის სხვადასხვა სახეობაა, ჰოდა აჰათ არასექსუალური „სექსები“)

საიმისოდ არ გამიმართლა, რომ ამერიკელი მილიონერის ოჯახში დავბადებულიყავი. (რა ამერიკელობაზეა ლაპარაკი თბილისშიც კი ვერ გავჩნდი). მუჰამედმა ჩემთვის არც ჯასტინ ბიბერის იღბალი გაიმეტა. ფაქტია, რომ ტინეიჯერები ჩემზე კი არ ანძრევენ, არამედ კანადელ ქერა ბიჭუნაზე. იმის ბედიც არ მაქვს (თუკი ბედი საერთოდ არსებობს) რომ ჩემს სანათესავო-საახლობლოში ერთი „წარმატებული“ ადამიანი მაინც ყოფილიყო, რომელიც ფულს, კარიერას, უძრავ ქონებასა და წარმატებისთვის საჭირო რჩევებს თუ არა, ცხოვრებისეულ შთაგონებას მაინც მომცემდა.

მოკლედ არავინ არაფერს მაძლევს, გარდა ყოველდღიური სიგარეტის ფულისა. ისიც თამბაქოს მავნებლობის შესახებ სალექციო კურსის თანხლებით დედაჩემის შესრულებით. არ ვწუწუნებ და თუ ეს ჩემგან ვეღარ წარმოგიდგენიათ, იმედია ბოლომდე ჩაიკითხავთ ამ ოხრობას და მაშინ მაინც მიხვდებით, რომ არ ვწუწუნებ. თუ ვერ მიხვდებით, თქვენ ჩემი წერის დასახვეწ სტილს დააბრალეთ, მე კიდევ თქვენს სიშტერეს დავაბრალებ და ყველანი კმაყოფილები დავრჩებით.

თუმცა გამიმართლა იმაში, რომ ლაშა მქვია. ეს ალბათ ჩემი ძმის დამსახურებაა, რადგან გიორგი უკვე მას ერქვა როდესაც მე გავჩნდი. შესაბამისად ჩემი სახეილის დაძახებაზე მეოთხედი საქართელო არ იხედება. გამიმართლა იმაშიც, რომ ქავთარაძე ვარ. აქ კი მადლობა მამას, პაპას და მთელს ჩემს წინაპრებს, რომლებიც ღმერთმა გაიგოს არსებობდნენ თუ არა და თუ არსებობდნენ ვინ ჯანდაბები იყვნენ. მოკლედ გამიმართლა, რომ გავჩნდი. მართალია თანდაყოლილი ნიჭი არც ხატვაში აღმომაჩნდა, არც მუსიკის გამეგება რამე, გარდა იმისა რომ უნდა მოვუსმინო რასაც იუტუბზე ან რომელიმე სხვა სოციალურ ქსელსა თუ რადიოში წავაწყდები. არც წერის განსაკუთრებული ნიჭი მაქვს, უბრალოდ ვიღაცებისგან განსხვავებით სხვა საქმე არ მაქვს. სპორტში ხომ საერთოდ ერთი დიდი fეილი ვარ. ცეკვაშიც და თანამედროვე ტექნოლოგიებშიც.

მიუხედავად ამისა, მაინც გამიმართლა, რომ ბავშვობა გავატარე (როგორც გავატარე), რომ სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე (თუმცა ეს უკანასკნელი გამართლება კი არა „აბეზალოვკაა“ თუკი სტატისტიკურ ან თუნდაც არასტატისტიკურ ქართულ ოჯახში დაიბადე). კიდევ გამიმართლა, რომ ბევრი მეგობარი არ მყავდა და დაზოგილ დროს რაღაცების ძიებაში ვატარებდი (ფიზიკა აინშტაინთან მოიკითხეთ, მე უბრალო რამეებს ვიძიებდი, მაგალითად როგორ მიმეღო მაქსიმალური სიამოვნება წყლის დალევით და სუნთქვით). ადრე მეგონა, რომ მეგობრების არყოლა ცუდი იყო, მაგრამ სინამდვილეში კარგია, უბრალოდ შესაბამისი კუთხიდან უნდა მიუდგე. როგორც ანალური სექსი. მოკლედ მეც ისევე გამიმართლა და ისევე არ გამიმართლა რაღაცებში, როგორც თქვენ.

გამართლება-არ გამართლების გარდა, ჩემს ცხოვრებაში კიდევ ბევრი რამე ხდებოდა და მოხდა. ამ პოსტის დაწერა კი იმის გამო გადავწყვიტე, რომ საკუთარ თავს შთავაგონო, რომ გამიმართლებს. ახლა ვზივარ და ვცდილობ რაღაცები გავიხსენო. მაგალითად ის, რომ ბავშვობაში დიდ ფურცელზე გერმანული კატალოგიდან ამოჭრილი ის ნივთები დავაკარი, რომლებიც არ მქონდა და მინდოდა მქონოდა. დღეში რამდენჯერმე ვათვალიერებდი ხოლმე ჩემი „ოცნების ფურცელს“. თუმცა მერე მომბეზრდა და შევინახე.

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ კი ჩემი კოლაჟი შემთხვევით ვიპოვე და აღმოვაჩინე, რომ დაკრობილი ნივთების უმეტესობა (მათ შორის მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, წიგნები, CD-პლეერი და ა.შ.) ახლა მაქვს ან უკვე მომბეზრდა და გადავყარე. თან თითქმის არც ერთი არ უყიდია ჩემთვის დედიკოს, მამიკოს, პაპიკოს, ბებიკოს, ბიძიკოს, დეიდიკოს და ა.შ. მოგვიანებით, კი რაღაც ფილმი ვნახე, სადაც ვიღაც ჩემზე გაცილებით უფრო ჭკვიანი სახით მოსაუბრე ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ თუკი საკუთარი ოცნებების ვიზუალიზაციას მოახდენ (მაგალითად ისე, როგორც მე გავაკეთე სასურველი ნივთების კოლაჟი ) ისინი მეტნაკლები ალბათობით რეალობად იქცევიან. გამიხარდა, რომ მე ეგ ყველაფერი მანამ გავაკეთე, სანამ ვიღაც თმაგაზეპირლი „ცხოვრების მასწავლებელი“ ამიხსნიდა. არც ისე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დავასკვენი, რომ მე მარტივი პრინციპი მქონდა – უბრალოდ ვმოქმედებდი. ანუ როგორ აგიხსნათ, უბრალოდ არ გავჩერებულვარ. ჰოდა შედეგი ის აღმოჩნდა, რომ იმ კოლაჟზე მხოლოდ ერთი ნივთიღა დარჩა „განუხორცილებელი“. მარტივი ფილოსოფიაა – იმოქმედებ? მიიღებ მიიღებ ბანანს, არ იმოქმედებ ? თუ არ იმოქმედებ არ გეტყვით რასაც მიიღებთ, მერე მეტყვით უზრდელი ხარო.

ჰოდა ახლა სხვა ოცნებები მაქვს. უმეტესად ჩემს კარიერას, საზოგადოებრივ იმიჯს, გარყვნილ საზღვარგარეთს, განათლებას, სამსახურსა და წარმატებულ სიკვდილს უკავშირდება.

მოკლედ, ოდნავ სნობურად რომ ვთქვათ ჩემი ოცნებების გენერალიზება-განზოგადება მოვახდინე. მართალია არ ვიცი მათი ვიზუალიზაცია, როგორ უნდა მოვახერხო (ისე წარმატებული სიკვდილის ვიზუალიზება საინტერესო იქნება – მდიდრული კუბო ან აკლდამა გამოდგება), მაგრამ ერთი რამე ვიცი, ისევ არ უნდა გავჩერდე. ისევ უნდა ვიმოქმედო, რომ მივიღო ბანანი და არა …….

პ.ს. პოსტი მიზანი არის – 1) შთავაგონო საკუთარი თავი;

                                                   2) ბოლო ხანებში ჩემი რამდენიმე მეგობარი მიჯოკრავს წუწუნში, რომ მათ არაფერში უმართლებთ და ა.შ. თუმცა ჩემთვის სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ისინი გაცილებით უფრო სასათბურე პირობებში არიან, ვიდრე მე. მიუხედავად ამისა ჩემი წუწუნი მათსას სჯობს, რადგან მე პესიმისტი არ ვარ და კიდევ მარტივ რამეს მივხვდი – ტრაკი უნდა გაანძრიო. სულ რომ ვერაფერი მიიღო შედეგად, დროს მაინც გაიყვან და თვითგვემისთვის, დეპრესიისთვის და სხვა სისულელეებისთვის ნაკლები დრო დაგრჩება. და ამბიცია თუ არ გექნება, მთელი ცხოვრება ქაქში იქნები.

პ.პ.ს. კიდევ ერთ რამეში გამიმართლა, მაგრამ ეგ უკვე თქვენი საქმე არაა. პირადად ვეტყვი.