ნიკოლა გაგვთანგე !

Posted on October 1, 2011

18



2008 წლის აგვისტოს მერე რამდენი სახელმწიფოს ლიდერიც ჩამოვიდა საქართველოში, იმდენჯერ აღმოვაჩინეთ, რომ ამ სახელმწიფოს გადაურჩენია საქართველო რუსეთის ოკუპაციისგან.

ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა, აშშ-მ გადაგვარჩინა.

კაჩინსკი ჩამოვიდა, პოლონეთმა გადაგვარჩინა.

ჯოზეფ ბაიდენი ჩამოვიდა, მაშნაც აშშ-მ გადაგვარჩინა.

ლიტვის პრეზიდენტი ჩამოვიდა, ლიტვამ გადაგვარჩინა.

და ა.შ. – გრძელი სიაა.

ახლა სარკოზი ჩამოდის და როგორც ჩანს საფრანგეთს ყველაზე უფრო მეტად გადავურჩენივართ.

მოკლედ ყველაფერი ცვალებადია და ანიკას ფილოსიას ემორჩილება ბუდიზმიდან.

არხზე „Error” ( A.K.A. „რუსთავი 2“) გენიალური რეკლამაც გადის უკვე. სამწუხაროდ, ლინკი ვერ მოვიძიე, თუმცა ტექსტს მოგართმევთ და თავად დარწმუნდებით – 7 ოქტომბრამდე ჩვენ ყველანი ფრანგები ვართ. იმიტომ რომ ნიკოლას სარკოზიმ ოკუპაციისგან გვიხნსა. დიდ რუსეთს წიხლი ჩაარტყა და პატალა საქართველოს ნუგეში და სითბო აჩუქა. მოკლედ, 7 ოქტომბრამდე ჩვენ გვიყვარს საფრანგეთი, ვუყურებთ ლუი დე ფიუნესის ფილმებს, ვკითხულობთ მხოლოდ გი დე მოპასანს, ვუსმენთ და ვმასტურბირებთ კარლა ბრუნიზე.

ახლა კი წარმოიდგინეთ რომელიმე ჰოლივუდური ბლოკბასტერის საუნდტრეკი, გონორით მოსაუბრე საბჭოთა დროის რომელიმე დიქტორის ხმა და შეუდექით სარეკლამო ტექსტის კითხვას:

„ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერია, იგი საქართველოს მხარში დაუდგა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, კვლავ საქართველოშია. მას დიდი სურვილი აქვს კიდევ ერთხელ დაუდასტუროს საქართველოს თავისი მხარდაჭერა. 7 ოქტომბერს 17:30 -ზე თავისუფლების მოედანზე საფრანგეთის და საქართველოს პრეზიდენტები სრულიად საქართველოს მოქალაქეების წინაშე. ყველას ვინც იცის 2008 წელს აგვისტოში ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ, ყველას ვისაც საქართველოს თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ხილვა სურს. და უნდა მსოფლიოს კვლავ გააგებინოს მშვიდობიანი დეოკუპაციის მოთხოვნა, გელით თავსიფლების მოედანზე. იმისთვის რომ ჩვენი ერის ხმა ვერავინ ჩაკლას და ხმამაღლა ისმოდეს მოფლიოში, 7 ოქტომბერს 17:30-ზე თავისუფლების მოედანი კვლავ მოექცევა მსოფიო მედიის ყურადღების ქვეშ.“

რამდენიმე კითხვა მაქვს – რა მსოფლიო მედია? რის თანამედროვე ევროპული სახელმწიფო? რომელი „ჩვენი ერის ხმა“?

ჩემი აზრით, ამათ შიგ აქვთ.

P.S. ამიერიდან სამი-ოთხი თვის მანძილზე რაც არ უნდა მოხდეს, ხმა არაფერზე ამოიღოთ, სამაგიეროდ საქართველოში ნიკოლა სარკოზი იქნება ორჯერ ნამყოფი, რაც უდავოდ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა

P.P.S. 7-ში 17:30-ზე შევხვდებით თავისუფლებაზე.