იმგზავრეთ 5 ლარად 20 დღე

Posted on October 18, 2011

13



„კარგ დიასახლისს 7 ლარი უნდა ეყოს თვეში“  – ნანული შევარდნაძე

„5 ლარი ნახევარი თვე, 20 დღე შეეხიდებათ თბილისელებს მგზავრობაში“  – გიგი უგულავა

ეს ციტატები ჰგავს თუ არა ერთმანეთს თქვენ განსაჯეთ. ისიც თქვენ განსაჯეთ იყო თუ არა ლოგიკური ან ცხონებული ნანული შევარდნაძე ან ჯერ უცხონებელი გიგი უგულავა.

როგორც მინიმუმ დავით კოპერფილდი უნდა იყო, რომ 5 ლარი თუნდაც სამი დღის მგზავრობას გააწვდინო. ანდა „წიქარას“ გმირი, რომ 5 ლარით გამვლელსაც ამგზავრო, გამოვლელსაც, შენც იმგზავრო და სახლშიც მოიტანო. (პირადად მე მხოლოდ სამსახურში და უნივერსიტეტში წასასვლელად და მოსასვლელად დღეში მინიმუმ 3 ლარი მჭირდება).

ამ გონებასუსტი გადაწყვეტილებით რამდენიმე ათასიდან რამდენიმე მილიონამდე ლარი დაიხარჯება სავარაუდოდ. მაგრამ მოდი შევეშვათ ამ თემას, უბრალოდ მინდა ვთხოვო თბილისის მერიას, შემდეგში, როდესაც ამდენი 5–ლარიანი გექნებათ გადასაყრელი, გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, გეხვეწებით, გემუდარებით, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი გაარემონტეთ, გაანათეთ და გააადამაინურეთ.

მესმის, რომ გიგის, ზალიკოს, მამუკას და ა.შ. არ უწევთ ამ მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა, მაგრამ გამოიჩინეთ ჰუმანურობა და იზრუნეთ ჩვენზეც. გთხოვთ, ჩვენი (მოსახლეობის) ფულით რამე მოუხერხეთ ამ ოხერ მიწისქვეშა გადასასვლელს. აღარ მინდა, რომ ფეკალური მასებისა და შარდის გუბეებზე დავხტოდე ყოველდღე. ძალიან კარგია, რომ ის გამჭვირვალე და ფერადი ყლინჯი წაამოჭიმეთ გმირთა მოედანზე, გააკეთეთ ავტობანის ესეოდენ რთული კონსტრუქციები, მაგრამ  ნუ გავიწყდებათ, რომ იმ ყლინჯის ქვეშ მიწისქვეშა გადასასვლელია, რომლითაც ადამიანებს სარგებლობა უწევთ.

(ალბათ მეტყვით, მერიამ რა ქნას როდესაც ადამიანებს შეგნება არ აქვთ და „პადზემკებში“  ფსამენო, მაგრამ ვერ დამაჯერებთ, რომ მერიას ამ პრობლემის მოგვარება არ შეუძლია. თანაც არა მგონია მიწისქვეშ მომსაქმებლებმა ჩემი ბლოგი წაიკითხონ და თუ მაინც კითხულობენ იმათაც ვთხოვ – ნუ მოფსამთ მიწიქვეშა გადასასვლელებში ! )

დიდი სიამოვნებით ჩავკეტავდი მერიის თანამშრომლებს ერთი დღით გმირთა მოედნის „პადზემკაში“ და თუ ცოცხლები გადარჩებიან, იქნებ მიმხვდარიყვნენ რა არის რეალური პრობლემა ამ ოხერ ქვეყანაში.