ჩვენი წარმატებული ფერმა

Posted on November 23, 2011

0



(ამონარიდი BBC-ის ჟურნალისტის  მ. გრიგორიანის წიგნიდან,,სახელმძღვანელო ჟურნალისტიკაში”, 2007წ.)

“პოსტსაბჭოთა ჟურნალისტურ პრაქტიკაში ფაქტები ხშირად
იყოფიან თვისობრივად — ითვლება, რომ ისინი შეიძლება იყვნენ
“პოზიტიური” ან “ნეგატიური”. “პოზიტიურია” ის ფაქტები, რომელთა
აღწერაც პრესაში უჩვენებს, რომ ხელისუფლებები მუშაობენ კარგად,
შესაბამისად, ნეგატიური იქნება ის ფაქტები, რომელთა აღწერითაც
ჟურნალისტი აჩვენებს ხელისუფლებების ცუდ მუშაობას.
დასავლეთის ჟურნალისტიკაში ასეთი დაყოფა არ არსებობს.
ინგლისურენოვანი ჟურნალისტისათვის ფაქტი არსებობს როგორც
ასეთი, მის გაგებაში ახალი ამბების ჟურნალისტიკა, თვითონ
თავის არსებობით მოწოდებულია გამოავლინოს უწესრიგობები,
პრობლემები, ნაკლოვანებები და უჩვენოს იგი საზოგადოებას.

ინგლისელ მკითხველს გააკვირვებდა სტატია, რომელიც
გამოქვეყნებული იქნებოდა ახალი ამბების განყოფილებაში, სადაც
მოთხრობილი იქნებოდა მაგალითად, რომელიმე ფერმის კარგი
მუშაობის შესახებ, სადაც მიიღეს რეკორდული მოსავალი ან ნაწველი.
მართალია, ინგლისურ გაზეთებში დროდადრო იბეჭდება სტატიები,
რომლებიც აღწერენ ამა თუ იმ საწარმოს ეკონომიკურ წარმატებებს,
მაგრამ ეს ხდება იმ პერიოდში, როცა კომპანიები წარმოადგენენ
ყოველწლიურ ანგარიშებს თავიანთ მოღვაწეობაზე და წარმატებული
კომპანიების გვერდით აუცილებლად უჩვენებენ მოცემულ დარგში
მომუშავე ჩამორჩენილებს, როგორც წესი, ასეთი სტატიები, იბეჭდება
ბიზნესდამატებებში. Image