ხელოვანის პროფილი: სებასტიან სალგადო – ფოტოგრაფი

Posted on February 29, 2012

3



როგორ დაიწყეთ ფოტოგრაფობა?

ფოტოგრაფია  შეიძლება ითქვას შემთხვევით აღმოვაჩინე. ჩემი ცოლი არქიტექტორია; როდესაც ახალგაზრდები ვიყავით და პარიზში ვცხოვრობდით მან ფოტოაპარატი იყიდა შენობებისათვის ფოტოების გადასაღებად. როგორც კი პირველად გავიხედე ლინზაში, ფოტოგრაფიამ ჩემი ცხოვრების დაპყრობა დაიწყო. პროფესიით ეკონომისტი ვარ, დოქტორის ხარისხიც კი მაქვს დაცული ეკონომიკაში, თუმცა კამერა ათჯერ უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე ჩემი ნამდვილი პროფესია. საბოლოოდ ყველაფერი გვერდზე გადავდე და ახალი ცხოვრება დავიწყო როგორც ფოტოგრაფმა. ეს არის ჩემი ცხოვრება დღეს.

თქვენი ხელოვნება გაწუხებთ  ხოლმე?

არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ „მაწუხებს“. ფოტო-გრაფია ჩემი ცხოვრების გზის განუყოფელი ნაწილია – ორი საგანი ბოლომდეა შერწყმული. როგორც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, ჩემსაშიც არის ხოლმე სირთულეები: მყავს შვილი, რომელიც დაუნის სინდრომით არის დაავადებული. ფოტოგრაფიის დახმარებით მე ყოველგვარი ადამიანური დეგრადაციის მომსწრე ვყოფილვარ, თუმცა ყოფილა ძალიან ბედნიერი შემთხვევებიც.

ციფრული ტექნოლოგების გამოჩენას ხელოვნების ამ დარგში (ფოტოგრაფია) დადებითად აფასებთ?

დიახ, ნამდვილად დადებითი მოვლენაა. ფირით დიდი ხნის განმავლობაში ვიღებდი; ახლა როდესაც ციფრული კამერით ვმუშაობ განსხვავება მართლაც უზარმაზარია. დაუჯერებელი ხარისხი აქვს: როგორც წესი განათებას არ ვიყენებ, ციფრულად კი შემიძლია  ძალიან ცუდ განათებაზეც კი ვიმუშავო. ისიც დიდი შვებაა, რომ ფოტოაპარატები აღარ იკარგება აეროპორტის რენტგენის აპარატებში.

რა იყო საუკეთესო რჩევა, რაც თქვენთვის მოუციათ?

ჯერ კიდევ დამწყები ვიყავი, როდესაც კარტიე-ბრესონს შევხვდი.  უკვე ასაკში იყო, თუმცა საკუთარ თავზე ახალგაზრდად არავინ მიაჩნდა.  მან მითხრა, რომ ჩემთვისვე იქნებოდა სასარგებლო თუკი საკუთარ ინსტინქტებს მივყვებოდი, ჩემს სამუშაოში ბოლომდე ვიქნებოდი ჩაფლული და საკუთარ ეგოს თუ მოვუსმენდი. საბოლოო ჯამში ჩემი ფოტოგრაფია მისგან ძალიან განსხვავებული გამოვიდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საერთო საფუძვლები გვქონდა.

ვინ ან რა არის თქვენი უდიდესი შთაგონება?

განდი. აღფრთოვანებული ვარ, რომ სადაც არ უნდა წასულიყო ეს ადამიანი, ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელშიც ის ცხოვრობდა ბოლომდე ახერხებდა მასში ინტეგრირებას.

არის ხელოვნების რომელიმე ჟანრი, რომელთანაც საერთო არ გაქვთ?

პრინციპში არა. ჩემთვის ხელოვნება ძალიან ფართო კონცეპტია – ყველაფერი რაც შეიძლება გამოიხატოს. როდესაც სტუდენტი ვიყავი, ჩვენი საცხოვრებლის პარკი ლე კორბიუზიეს დიზაინით იყო მოწყობილი. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ გალერეაში ვნახე ავეჯი, რომელსაც ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვიყენებდით. მაშინ ვთქვი: ღმერთო ჩემი, მე ამ ავეჯის გარემოცვაში ორი წელი ვიცხოვრე – მათზე მე ტანსაცმელს ვაწყობდი. ახლა კი ეს ავეჯი უკვე  ხელოვნებაა.“

რომელ სიმღერას აირჩევდით თქვენი ცხოვრების საუნდტრეკად?

ჰანდელის მესის დროს შესრულებულ საგალობელს Hallelujuah.  ნამდვილად პრივილეგირებული ცხოვრება მქონდა: 120-ზე მეტ ქვეუანაში ვარ ნამყოფი, უამრავ ადამიანს შევხვედრივარ, უამრავი ღირსშესანიშნავი და საშიში რამ მაქვს ნანახი. ეს საგალობელი კი თითქოს ამ ყველაფერს აერთიანებს.

მოკლედ

დაიბადა 1944 წელს ბრაზილიაში, აიმორესში

კარიერა: ფოტოგრაფად მუშაობა 1973 წელს პარიზში დაიწყო. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი.

ცხოვრების საუკეთესო მომენტი : „ნებისმიერ ჯერზე სამოგზაუროდ წასვლის მომენტი“

ცხოვრების ყველაზე ცუდი მომენტი: „როდესაც მე და ჩემს მეუღლეს რამდენიმე წლის განმავლობაში ბრაზილიაში არ გვიშვებდნენ პოლიტიკური მიზეზით.“

წყარო Guarian.co.uk

სებასტიან სელგადოს ფოტოები

Gourma-Rharous Mali.

 

Transporting bags of dirt in the Serra Pelada gold mine Brazil.

Refugees in Korem Camp, Ethiopia

Children's wasd in Korem refugee camp Ethiopia.