შობს თუ არა რეალურ ძალადობას ძალადობა მედიაში?

Posted on August 24, 2013

1



თარგმანი

(გამოქვეყნდა The New York Times-ში. ავტორები: Vasilis K. Pozios, Praveen R. Kambam and H. Eric Bender. 23 აგვისტო)

vicious_media-violenceახლახან გამოსული ფილმის „Kick-Ass 2”-ის ვარსკვლამა ჯიმ ქერიმ, ცოტა ხნის წინ, ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ფილმისგან დისტანცირება სურს, რადგან „სენდი-ჰუკის“ დაწყებით სკოლაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, მიუხედავად ფილმის კეთილი განზრახვებისა, ის ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ძალადობის იმ სცენებზე, რომელიც მასში მასობრივადაა გამოყენებული.

„Kick-Ass“-ის კომიქსების ავტორმა და ფილმის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა პროდიუსერმა მარკ მილრმა კი ქერის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა წარმოშვას ძალადობამ მხატვრულ ლიტერატურაში რეალური ძალადობა, ისევე როგორც ჰარი პოტერის შელოცვა ვერ გადააქცევს ჩვეულებრივ ბიჭებს ჯადოქრად.“

მართალია ჯიმ ქერის შეხედულებას თავისი მომხრეები ჰყავს, მაგრამ ბ-ნი მილერის მოსაზრებას უფრო მეტი ადამიანი იზიარებს. ბოლოს და ბოლოს ლოგიკაც ამას გვკარნახობს,  მილიონობით ამერიკელი უყურებს ძალადობის ამსახველ სურათებს ტელევიზორებსა თუ ფილმებში, მაგრამ ყველა მათგანი მკვლელი არ ხდება.

თუმცა უფრო და უფრო მეტი კვლევა ცხადყოფს, რომ შესაძლოა ეს არგუმენტი მალე უსაფუძვლოდ იქცეს. ძალადობის ამსახველი სცენები შესაძლოა არ განსაზღვრავენ ძალადობას პირდაპირ, თუმცა რისკ ფაქტორად მაინც უნდა ჩაითვალოს. ჩვენ არაასდროს ვიტყვით: „სიგარეტს დიდი ხნის წინ ვეწეოდი და ფილტვის კიბო არ მაქვს. ამიტომაც მოწევასა და ფილტვის კიბოს შორის არანაირი კავშირი არაა.“ მაშ რატომ უნდა მოვიხმოთ ასეთი მყიფე არგუმენტი როდესაც ვსაუბრობთ ძალადობაზე მედიაში?

ამჟამად ყველა თანხმდება, რომ მედიაში ტირაჟირებულ ძალადობას მართლაც აქვს გარკვეული კავშირი ფაქტობრივ აგრესიულ ქცევასთან -კავშირი ბევრი მკვლევარის მიერ არის აღმოჩენილი, ზუსტად ისე როგორც კავშირი პასიურ მწეველობასა და ფილტვის კიბოს რისკს შორის. 1957-1990 წლებში გამოქვეყნებული 217 კვლევის მეტა-ანალიზის შედეგად ფსიქოლოგებმა ჯორჯ კომსტოკმა და ჰაიუნგ პაიკმა დაასკვნეს, რომ მედიაში ძალადობის ტირაჟირებით გამოწვეული ხანმოკლე ეფექტი პერსონალურ ფიზიკურ ძალადობაზე რეალურ ცხოვრებაში შესამჩნევია.

კომსტოკმა და პაიკმა ასევე ჩაატარეს მეტა-ანალიზი კვლევებისა, რომლებიც ჩვევის სახით ძალადობრივი მედიის მოხმარებასა და აგრესიულ ქცევას შორის კორელაციას დროის თვალსაზრისით შეისწავლიდა. მათ გააანალიზეს 200 კვლევა, რომელიც ზომიერ, პოზიტიურ კავშირს ცხადყოფდა ტელევიზორში ძალადობის ყურებასა და სხვა ადამიანისადმი ფიზიკური აგრესიის გამოვლინებას შორის.

სხვა კვლევები კი შეისწავლიან ძალადობრივი მედიის მოხმარებასა და მის ქცევით ეფექტებს ადამიანზე მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. 42 კვლევის მეტა-ანალიზით, რომელიც 5 000-მდე მონაწილეს მოიცავდა, ფსიქოლოგებმა კრეიგ ანდერსონმა და ბრედ ბუშმანმა აღმოაჩინეს სტატისტიკურად შესამჩნევი, უმნიშვნელოდან მნიშვნელოვანისკენ გარდამავალი კავშირი ძალადობრივ მედიასა და გვიან გამომჟღავნებულ აგესიულ ქცევას თუ ძალადობას შორის.

წელს, ჟურნალ „Pediatrics“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, მკვლევრები ლინდსი რობერტსონი, ჰელენ მაკანალი და რობერტ ჰენოქსი აცხადებენ, რომ ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში ტელევიზორის გადაჭარბებული მოხმარება – რომლის კონტენტიც ძირითადად ძალადობრივია – მიზეზობრივ კავშირშია ადრეული ზრდასრულობის პერიოდში ანტისოციალურ ქცევასთან. (გადაჭარბებულ მოხმარებაში კვირის დღეებში ორ საათზე მეტ ხანს ტელევიზორის ყურება იგულისხმება)

თუ რა იწვევს ამ ყველაფერს, ეს ჯერ კიდევ დავის საგანია. ჯერჯერობით არ არსებობს კვლევები, რომლებიც მედიაში ტირაჟირებული ძალადობის რეალობაში გამოვლენილი უკიდურესი ძალადობაზე პირდაპირ გავლენას დაადასტურებდა. თუმცა, ისეთი შემთხვევების შედარებით იშვიათობის, როგორიც სკოლებში მასობრივი სროლებია და კვლევების ჩასატარებლად არსებული ეთიკური შეზღუდვების გამო, ეს გასაკვირი სულაც არაა.

რა თქმა უნდა, ცალსახა მიზეზობრივი კავშირის არ არსებობის გამო, სულაც ვერ ვიტყვით, რომ ის საერთოდ არ არსებობს. გამოცემა The Lancet-მა 2005 წელს გამოაქვეყნა მედია ძალადობის შესახებ არსებული ლიტერატურის დეტალური მიმოხილვა. დასკვნაში ვკითხულობთ: კვლევების დიდი ნაწილი იზიარებს შეხედულებას, რომ მედიაში ძალადობის გადაჭარბებული ტირაჟირება იწვევს აგრესიას, ძალადობისადმი დესენსიტიზაციას (მგრძნობელობის დაქვეითება) და მსხვერპლისადმი სიმპატიის შემცირებას, განსაკუთრებით ბვშვებში.

მედიცინის სფეროს სპეციალისტები, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი და სხვა პროფესიული ორგანიზაციები – მათ შორის ამერიკელ მედიკოსთა ასოციაცია, ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაცია და ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაცია – მიიჩნევენ, რომ მასმედიის მიერ ძალადობის ჩვენება წარმოადგენს რისკ ფაქტორს რეალობაში ძალადობის გამომაჟღავნებაზე.

TV_violence_layoutსამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კვლავაც არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ცხადია კორელაცია, რომელიც დაადასტურებდა მედიაძალადობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხად განხილვის აუცილებლობას. და ზოგადად, ძალადობრივი ქცევები კომპლექსური საკითხია, რომელიც შესაძლოა უამრავ რისკ ფაქტორით იყოს გამოწვეული.

თუმცა მედიაში ტირაჟირებული ძალადობა ერთადერთ ან თუნდაც ყველაზე ძლიერ რისკ ფაქტორად ვერ განიხილება და შეიძლება ითქვას, რომ ის ადვილად მოდიფიცირებად ფაქტორადაც კი უნდა ჩაითვალოს სხვა რისკებთან შედარებით (მაგალითად, მამაკაცად ყოფნასთან, დაბალ სოციალური სტატუსთან ან დაბალ IQ-სთან შედარებით).

ცხადია, უამრავი ღია შეკითხვა რჩება და უამრავი კველვაა ჩასატარებელი იმის დასადგენად თუ რა სეციფიკური ფაქტორები უბიძგებს ადამიანს ჩაიდინოს ძალადობრივი აქტი ან რა როლი შეიძლება ითამაშოს ამ ყველაფერში მედიამ.

თუმცა, პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ თუ როგორ შეიძლება ამ გამოწვევისთვის თავის გართმევა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემატური საკითხების (მაგალითად შიდსი, კიბო ან გულის დაავადებები) პროფილაქტიკისა და გადაჭრისათვის ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ კორელაციის ცვლაზე, რომელიც არსებობს სხვადასხვა ფაქტორსა და უარყოფითი შედეგების მომტან რისკ ფაქტორებს შორის. ამის მსგავსად, უნდა შევეცადოთ რომ დავადგინოთ ძალადობის გამომწვევი რისკ ფაქტორები, ვინ შეიძლება იყოს აღნიშნული  ფაქტორების მსხვერპლი და როგორ უნდა მოხდეს შესაძლო რისკების შემცირება.

ცალსახაა ისიც, რომ დებატები მასმედიაში ძალადობის ტირაჟირებასთან დაკავშირებით საკმაოდ ემოციური საკითხია, რადგან გადის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების მიჯნაზე.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება მასმედიით ძალადობის ტირაჟირების რეალურ ცხოვრებაში ძალადობაზე ზეგავლენა, ჩვენ როგორც საზოგადოების წევრებს გადასაწყვეტი გვაქვს, გვსურს თუ არა რომ ძალადობრივი კონტენტის რეგულირება მოხდეს. ეს ჩვენი უფლებაა. მაგრამ ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებთ, უნდა დავეყრდნოთ მტკიცებულებებს და არა ინსტინქტებს.