„დამცავი კანონი” ჟურნალისტებისთვის შესაძლოა კარგად ჟღერს, თუმცა სინამდვილეში საშინელი იდეაა

Posted on September 16, 2013

0



კონგრესში ინიცირებული „დამცავი კანონი“ ჟურნალისტების ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და მათ საქმიანობაში ჩარევისაგან დაცვას ითვალისწინებს. სინამდვილეში კი მთავრობას იმის საშუალებას აძლევს, რომ განსაზღვროს ვინ არის ჟურნალისტი და ვინ არა. ეს კი ძალიან საშიშია.

წყარო: paidcontent.org ავტორი: Mathew Ingram

სენატორთა ერთმა ჯგუფმა ე.წ. „დამცავი კანონი“ წარმოადგინა, რომელიც იძლევა განსაზღვრებას თუ ვინ არის ჟურნალისტი ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, იცავს მათ კონფიდენციალური წყაროების გამჟღავნების ვალდებულებისაგან და უმორჩილებს მთავრობისა და კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს. ეს იდეა, ერთი შეხედვით, შესაძლოა არაჩვეულებრივად ჟღერდეს, თუკი არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინიციატივა კონგრესს აძლევს საშუალებას, განსაზღვროს თუ ვის შეიძლება ეწოდოს ჟურნალისტი და ვის არა, რაც სულაც არ არის კარგი იდეა. როგორც არაერთმა კრიტიკოსმა აღნიშნა, ჩვენ საკმაოდ ეფექტური დამცავი კანონი უკვე დიდი ხანია გვაქვს და მას „კონსტიტუციის პირველი შესწორება“ ჰქვია.

კანონის მიღმა მოტივაცია სავსებით გასაგები და მისაღებიცაა. მაშინ როდესაც ხელისუფლება ჟურნალისტებზე  ყველანაირად ცდილობს ზეწოლას –  განსაკუთრებით საგამოძიებო ჟურნალიტიკაზე, რომელიც ხშირად  საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაშია მხილებული, როგორც ეს  ედვარდ სნოუდენისა და ჩელსი მენინგის შემთხვევებისას მოხდა- ჟურნალისტების საქმიანობაში მთავრობის ინტერვენციისგან დაცვა დასაფასებელიც კია. თუმცა სენატში შესული კანონი სულაც არ ადგას სწორ გზას და სარგებელზე უფრო მეტი ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

მთავრობა არ უნდა წყვეტდეს კვალიფიკაციის საკითხს.

მთელი ამ პროცესის ყველაზე დიდი ნაკლი მაშინვე ცხადი გახდება, როდესაც სენატორების მიერ ჟურნალისტის განმარტებას წაიკითხავთ. მართალია ზოგიერთს გაუხარდა კიდეც, რადგან ეს დეფინიცია უფრო ფართოს ხდის ტერმინს – რომელიც ჟურნალისტად მხოლოდ ტრადიციული მედიასაშუალებებში მომუშავე ადამიანებს განიხილავდა – სენატორების ერთ-ერთ მთავარ მზიანს სწორედ ის წარმოადგენდა, რომ ტერმინს ბლოგერები და სხვადასხვა სახის ფრილანსერები გაეერთიანებინა, თუმცა როგორღაც მაინც ახერხებს და გამორიცხავს ვიკილიქსსა და ჟულიან ასანჟს.

5252613090_8db898f5bb_zამ ყველაფერში კი პრობლემა ის არის, რომ კანონპროექტში შეუძლებელია ჩაიწეროს, რომ „ ყველა ჟურნალისტია, გარდა ვიკილიქსთან და ვიკილიქსისი მსგავს რაღაცებთან დაკავშირებული ადამიანებისა.“ მიუხედავად ჩემი და სხვების არაერთი მცდელობისა ნათელი მოგვეფინა საკითხისთვის, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ყველა ვინც ორგანიზაციისთვის მუშაობს ჟურნალისტი არ არის, ვიკილიქსი ცალახად მედია ორგანიზაციაა – ფუნდამენტური ნაწილი იმისა, რასაც სამართლის პროფესორი ჰარვარდიდან იოჩაი ბენკლერი „მეოთხე ხელისუფლების ქსელს“ უწოდებს.

ინტერნეტის დამსახურებით ჟურნალისტი აღარაა მხოლოდ ის, ვინც კონკრეტული კომპანიის მუშაკია ანდა ის, ვისაც კონკრეტული ინსტიტუციის ხარისხი აქვს მიღებული: ნაცვლად ამისა, ჟურნალისტიკაა ის რასაც აკეთებენ ადამიანები და უხერხული რეალობაა (ზოგიერთი პროფესიონალი ჟურნალისტისთვის როგორც მინიმუმ) რომ ნებისმიერს შეუძლია აკეთოს ის, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია და გარემოებები გაქვს. შედეგად, ვიღებთ იმას, რასაც ენდი კარვინი NPR-იდან და სხვები „ჟურნალიზმის კონკრეტულ აქტს“ უწოდებენ, რომელთაგან ბევრი შესაძლოა პროფესიონალური ჟურნალისტიკის მსგავსად ეფექტური აღმოჩნდეს, თუ უფრო მეტად არა.

გვინდა თუ არა რომ უარი ვთქვათ ადამიანების დაცვაზე, რომლებსაც შესაძლოა ეს სჭირდებოდეთ, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი არ ჯდებიან იმ პერსონის განმარტებაში „რომელსაც აქვს ერთწლიანი საქმიანი ურთიერთობა მაინც უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ან მუშაობდა სამი თვე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ანდა მიმდინარე პერიოდში მუშაობს ფრილანსერად“ ? ვფიქრობ, რომ არ გვინდა. სჯობს განვსაზღვროთ თავად ჟურნალისტური აქტი, რომელიც უნდა დაიცვას კანონმა (რაც ასევე ძალიან რთულად წარმოსადგენია.)

ანუ კანონმა უნდა დაიცვას ჟურნალისტიკა და არა ჟურნალისტი.

ანდა უკეთესი ხომ არ იქნება, რომ უბრალოდ პირველი შესწორების დაცვას შევცადოთ, რომელიც სიტყვა სიტყვით პროფესიონალ ჟურნალისტებს არ იხსენიებს, თუმცა ეხება ყველას ვინც დაკავშირებულია „თავისუფალ პრესასთან.“ მაშინ როდესაც კონსტიტუცია იწერებოდა, იგულისხმებოდა ყველა ბენ ფრანკლინიდან მოყოლებული ქუჩის ბოლოში მცხოვრები ბიჭის ჩათვლით, რომელიც სახლში კუსტარულად აწყობილ სტამბაში ბეჭდავდა პამფლეტებს – ბლოგის მე-18 საუკუნის ეკვივალენტს. სენატი გაფართოების ნაცვლად, სინამდვილეში ტერმინს ავიწროვებს.

ზოგიერთმა მოსამართლემ უკვე აღიარა გავლენა, რომელიც მედიაზე ინტერნეტმა და სოციალურმა მედიამ მოახდინა, ასევე სარგებელი, რომელიც „ჟურნალისტის“ დეფინიციის გაფართოებას მოაქვს – 2011 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ პოლიციელის მიერ ადამიანის დაკავებისას ვიდეოჩანაწერის გაკეთების შესახებ, განაცხადა:

„ტექონოლოგიებსა და საზოგადოებაში მომხდარმა ცვლილებებმა განსაკუთრებულად რთული გასავლები გახადა ზღვარი კერძო მოქალაქესა და ჟურნალისტს შორის და ახალი ამბები ახლა ისევე შეიძლება გავრცელდეს სახლიდან ბლოგის წარმოებით, როგორც რეპორტიორის რომელიმე წამყვან გაზეთში მუშაობით. ასეთი ცვლილება კი ცხადყოფს რატომ არ უნდა მოითხოვებოდეს ამბის მოძიებისას პროფესიული სტატუსი და მანდატი.“

Electronic Frontier Foundation და სხვა ორგანიზაციები, მაგალითად Free Press, საკამათოდ მიიჩნევენ სენატში ინიცირებულ კანონპროექტს და ფიქრობენ, რომ დაცვის გარანტიების მოხსნით მათთვის, ვისაც ის შესაძლოა ჭირდებოდეს, უფრო მეტ ზიანს მივიღებთ, ვიდრე სარგებელს. „დამცავი კანონის“ იდეა კარგად ჟღერდს, მაგრამ მან, შესაძლოა, საწინააღმდეგო შედეგი მოიტანოს – გაუხსნას გზა მთავრობას ლეგალრად არეგულიროს პრესა, მათი ჩათვლით ვინც ეთანხმება და მათი უგულვებელყოფით ვინც არ ეთანხმება. დაზარალდება თუ არა ამით საზოგადოება? პასუხი ცალსახაა -დაიხ!“