არის თუ არა გლენ გრინვალდი ახალი ამბების მომავალი? (IV)

Posted on November 6, 2013

0



1-ლი ნაწილი

2-ე ნაწილი

3-ე ნაწილი

ძვირფასო გლენ,

თქვენი აშკარა თავდასხმა დევიდ ბრუკსზე სერიოზული ბრალდებაა. თქვენს კატეგორიზაციაში „ნამდვილი კონსერვატორებიდან“ მას ალბათ იმიტომ გამორიცხავთ, რომ ზოგჯერ მიზეზებს ვნებებზე მაღლა აყენებს და შუალედურ ვარიანტებს პოულობს. როგორც ლენინს სძულდა ლიბერალები, როგორც “Tea Party”-დ ეზიზღება ზომიერი რესპუბლიკელები, თქვენც თქვენს ზიზღსა და უპატივცემულობას გამოხატავთ ზომიერებისა და კომპრომისის მიმართ. შეხედეთ დღევანდელ ვაშინგტონს და მითხარით, ასეთი რამ როგორ ხდება?

რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანხმდებით, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციის განსაკუთრებულად მწვავე დამოკებულება შპიონაჟის აქტებისადმი და მზადყოფნა ციხეში გამოკეტოს რეპორტიორები, რომლებიც თავიანთი წყაროების კონფიდენციალობას იცავენ, მტრულ კლიმატს ქმნის ნებისმიერი ტიპის საგამოძიებო ჟურნალისტიკისადმი. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს დემოკრატიისათვის სავალალო და საზიანოა.

არსებობს კიდევ არაერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვთანხმდებით, მაგრამ ეს მიმოწერა საერთო აზრების გასაზიარებლად არ წამოგვიწყია, ამიტომ ვიდრე დავასრულებდეთ საუბარს, ჩვენი უთახნმოების ერთ-ერთ მთავარ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას.

თქვენ დაჟინებით ამტკიცებთ, რომ „ნებისმიერ სახის ჟურნალისტიკას გააჩნია საკუთარი მოსაზრებები და ინტერესთა წყება, შესაბამისად ყოველგვარი წინააღმდეგობა ამაოა.“ და ამის გამო, არანაირი აზრი არ აქვს იყო „მიუკერძოებელი.“ (შეგნებულად ვარიდებ თავს სიტყვა „ობიექტურს,“ რომელიც სიმართლის მითოსურ დეფინიციამდეა მისული). მეტიც ყოველი შემთხვევისას ამტკიცებთ, რომ თქვენ, გლენ გრინვალდმა იცით რა არის „ინტერესთა წყების“ კონტროლი. რომ მას საერთო არაფერი აქვს გულწრფელ სამართლიანობასთან ან მკითხველისათვის გადაწყვეტილების მიღების საშუალების მიცემასთან და ის უფრო პოლიტიკური ძალებისადმი მონურ მორჩილებასთან დგას ახლოს.

მე კი მგონია, რომ ჟურნალისტიკაში მიუკერძოებლობა უმნივნელოვანესი მისწრაფებაა, მიუხედავად იმისა იქნება თუ არა ის სრულყოფილად მიღწეული. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ის გაახლოვებს სიმართლესთან, ვინაიდან ის აყალიბებს ნებისმიერ ვარაუდის, მათ შორის საკუთარის, გადამოწმების დისციპლინას. გარდა ამისა, მჯერა, რომ საჯაროდ დეკლარირებული განწყობებით გაკეთებული ჟურნალისტიკა ნაკლებად ახლოსაა სიმართლესთან და არც დამაჯერებელია იმ ადამიანებისათვის, ვისაც რაიმეში ეპარება ეჭვი (მაგალითად:Fox News.)

თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ სამართლიანობისადმი სწრაფვა ამერიკულ ჟურნალისტიკაში ახალი სტანდარტია. მკითხველს არქივში ძალიან შორს წასვლაც არ სჭირდება – მათ შორის ჩვენი გაზეთის არქივში – რათა ნახოს მოსაზრებებით გაჟღენთილი ჟურნალისტიკა, რომელიც თქვენ ასე მოგწონთ. მას აქვს ის „სული“ რომელსაც თქვენ ასეთი დაჟინებით მოითხოვთ. მაგრამ დღევანდელობაში ის ჭკიუსრიგებასავით ისმის და ეჭვებს ბადებს.

დარწმუნებული ვარ, რომ მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის საჭიროება დღეს უფრო დგას, ვიდრე ოდესმე მდგარა, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ მონათესავე მედიების ხანაში, სადაც მოქალაქეებს თავად შეუძლიათ და ქმნიან კიდეც საკუთარი აზრების გამოხატვისათვის საჭირო სივრცეებს. მით უფრო იოლია მიიჩნიო „ინფორმირებულად“ თავი, რაც უფრო ნაკლებად გაქვს შეხება ჩვენს წინასწარგანწყობებთან.

თქვენი თქმით, გამოკვლევები ცხადყოფენ, რომ ამერიკელი ხალხი  ახალი ამბების მედიაზე დაბალი წარმოდგენისაა. თქვენ ამტკიცებთ – ოღონდ რის საფუძველზე, ვერსად მივაკვლიე – რომ ამერიკული მედიის პრესტიჟის დაკარგვა „პოლიტიკური ძალებისადმი ლოიალობამ გამოიწვია.“ მართლა? გაცილებით უფრო დამაჯერებლად მეჩვენება თუ ვიტყვით, რომ  ნდობის ეროზია ამრიკული მედიისადმი – რომელშიც შედის ყველა სახის გაზეთი USA Today-დან  მოყოლებული Rush Limbaugh-თი The National Enquirer-ით ან სხვა ადგილობრივი   „If-it-bleeds-it-leads“ -ის ტიპის გაზეთებით დასრულებული – გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამ გამოცემებში მოჭარბებითაა ტრივიალურობა, ზერელე მიდგომა, სენსაციონალიზმი, გადაჭარებებულობა და დიახ იდეოლოგიურობა და პოლემიკურობა.

ბოლო სიტყვას თქვენ გითმობთ, შემდეგ კი ასპარეზი სხვა კომენტატორებს დავუთმოთ, თუკი ამის სურვილი გაუჩნდებათ.

გლენ, წარმატებას გისურვებთ თქვენს ახალ წამოწყებაში და იმედი მაქვს ეს წაახალისებს კიდევ უფრო მეტ მილიარდელს, რომ ფული ჩადონ ჟურნალისტიკაში. ერთ თვითნებურ რჩევას მოგცემთ. ძალიან ცოტა რამ თქვით ამ მიმოწერაში თქვენ  The Times-ის შესახებ ისეთი, რაც აქამდე თავად The Times-ის გვერდებზე არ თქმულა, თუმცა შესაძლებელია ნაკლებად უხეში ენით. თვითკრიტიკულობა და კორექტულობა, რომელთა არც ისე მცირე გამოცდილებაც მაქვს, სულაც არაა სახუმაარო საქმე და ისეთივე სასარგებლოა ჯანსაღი ჟურნალისტიკისათვის, როგორც დამოუკიდებლობა და სიმართლისადმი პატივისცემა. თავმდაბლობა ისეთივე ძვირფასია, როგორც ნებისმიერი ვნება. ასე რომ, ჩემი რჩევა იქნება: ისწავლეთ თქვათ, “დიახ, ჩვენ შევცდით.“

The_New_York_Times

ძვირფასო ბილ,

მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე, მოკლე შენიშვნაღა მაქვს.

ჩემი „ზიზღი“ დევიდ ბრუკსისადმი განაპირობა წლების მანძილზე იმ ექსტრემისტული ომის წინამძღოლობამ და იმ პოლიტიკური კლასისადმი მისმა თაყვანისცემამ, რომელთა საქმიანობის შედეგიც უამრავი სულმდაბლობა და კორუფცია გახლდათ. მასში კომპორმისულს მე ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ იმის თქმას ვცდილობდი, რომ თუ გსურთ იამაყოთ საკუთარი თავით, ან დაიქირავოთ კონსერვატორები, ეს ფიგურა ყველაზე ნაკლებად შეიძლება მიიჩნიოთ მაგ მიმართულების წარმომადგენლად.

ვფიქრობ, პატარა სემანტიკურ თამაშთან გვაქვს საქმე, როდესაც თქვენ ამ დისკუსიას აჯამებთ. ჟურნალისტიკისადმი ჩემი შეხედულება აბსოლუტურად ითვალისწინებს როგორც სამართლიანობის, ასევე ფაქტებისადმი მტკიცე ერთგულებას. თუმცა მიმაჩნია, რომ ამ ღირებულებების დაცვა ინდივიდების შეხედულებებისა და სუბიექტური მოსაზრებების პატიოსნად გამჟღავნებით უფრო ხდება, ვიდრე „ხმა-ღვთისა“ „ხედი-არსაიდან“ ტონის დაცვით, რომელიც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებებს, თითქოს ჟურნალისტები ჩვეულებრივი შსეხედულებებისა და მოსაზრებების მიღმა დგანან.

The New York Times-ის ინსტიტუციური პერსპექტივა და რეპორტინგის მეთოდოლოგია ცალკე განსჯის საკითხია და სამყაროს შესახებ აბსოლუტურად სუბიექტურ პოლიტიკურ თუ კულტურულ მიკუთვნებულობაზე მეტყველებს. და ზოგიერთ ბედნიერ გამონაკლისთან ერთად,  The Times, გამიზნულად თუ შემთხვევით, დიდი ხნის მანძილზე ემსახურებოდა იმავე ელიტებსა თუ პოლიტიკურ ძალებს. მისი რეპორტინგი არანაკლებ სუბიექტური, აქტივისტური და მოსაზრებებით მოტივირებულია, ვიდრე ის ახალი ხმები მასმედიაში, რომელსაც ასე მოკრძალებულად შეაჩვენებს ხოლმე.

მადლობა საუკეთესო სურვილებისათვის და ამ დამაფიქრებელი მიმოწერისათვის. დიდად ვაფასებ.